


პროფესორ პასკალ კოშის მოხსენება „საფრანგეთის პოლიტიკური სურათი არჩევნების წელს“
ღონისძიებები
13 აპრილს, 18:00 საათზე, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით პროფესორი პასკალ კოში წაიკითხავს მოხსენებას „საფრანგეთის პოლიტიკური სურათი არჩევნების წელს“.
მომხსენებლის შესახებ
ისტორიკოსი პასკალ კოში არის სიანს პო-ს (Sciences Po Paris) ასოცირებული პროფესორი, ისტორიულ მეცნიერებათა საერთაშორისო კომიტეტის გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, იდეებისა და პოლიტიკური მოძრაობების ისტორიის სპეციალისტი. სხვა პუბლიკაციებთან ერთად მას ეკუთვნის 1981 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებისადმი მიძღვნილი წიგნი „წარჩინებულის არჩევა. 1981 წლის მაისის კულისები“ [ვარიანტი: სცენის უკან]. L'élection d'un notable. Les coulisses de mai 1981, Paris, Vendémiaire, (2011).
ღონისძიება გაიმართება იმ დროს, როდესაც დასრულებული იქნება 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. თუმცა ეს იქნება არა იმდენად შედეგზე უშუალო რეაქცია, რამდენადაც საარჩევნო კამპანიისა და იმის გააზრების მცდელობა, რისი თქმა სურდა ფრანგ ამომრჩეველს.
საარჩევნო წლის განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვებიდან გამომდინარე ვეცდებით, გამოვარკვიოთ, რა გავლენა იქონია საარჩევნო შეთავაზებათა გარდაქმნამ, გამოკითხვებმა, ასევე ჯანდაცვის და მისმა თანმდევმა პოლიტიკურმა კრიზისებმა ფრანგი ხალხის არჩევანის ჩამოყალიბებაზე.
მოდერატორი ელენე ლადარია, ასოცირებული პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით
ღონისძიება გაიმართება პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3ursYhN
2022 წელი