მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ ნინო აბაკელიას ონლაინმოხსენება „მნიშვნელობათა მოდელების ცვლილებები სვანურ სამონადირეო კომპლექსში“

ღონისძიებები

5 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს- პროფესორი ნინო აბაკელია, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში წაიკითხავს ონლაინმოხსენებას „მნიშვნელობათა მოდელების ცვლილებები სვანურ სამონადირეო კომპლექსში“.

მოხსენება ეხება სვანეთში ნადირობასთან დაკავშირებულ რწმენა-წარმოდგენათა მნიშვნელობების მოდელების შესწავლას და მათ ცვლილებას დროში. მოხსენების ფოკუსია ნადირობის ქალღმერთი დალი და მისი მამრი კორელატები: აფსატი (ბოლო გამოკვლევებით წმ. ევსტათი) და წმინდა გიორგი.

მომხსენებელი განიხილავს, როგორ იძენს ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ნადირობის მოდელი ახალ ფუნქციას, ჩნდება ახალი ურთიერთობები, რომლებთანაც ასოცირდება წმ. ევსტათისა და წმ. გიორგის ქრისტიანული სახვითი და სიტყვიერი კონტექსტები, გამოთქვამს მოსაზრებას, საიდან შეიძლება გავრცელებულიყო წმ. ევსტათი პლაკიდას კულტი ჩრდილო კავკასიაში.

ფორმატი: სემინარი ჩატარდება Zoom-ით.

Join Zoom Meeting https://bit.ly/3ziZhRF
Meeting ID: 870 6295 6430
Passcode: 031464

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 5 აპრილი, 19:00 საათი

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები