მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ გიორგი სანიკიძისა და ასისტენტ-მკვლევარ ნიკო ქელბაქიანის მოხსენება „ირანის კრიზისი: მიზეზები, დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესები და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარები“

ღონისძიებები

3 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში გაიმართება სხდომა თემაზე: „ირანის კრიზისი: მიზეზები, დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესები და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარები“.

მოხსენებებს წაიკითხავენ გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი, ილიაუნის დოქტორანტი ნიკო ქელბაქიანი.

სემინარზე განხილული იქნება კრიზისის გამომწვევი მიზეზები, ირანში ამჟამად არსებული სიტუაცია, დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესები და მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სავარაუდო სცენარი. მომხსენებლები ისაუბრებენ მიმდინარე ომის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით.

ყურადღება გამახვილდება ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველობის სისტემის სპეციფიკასა და იმ ცვლილებებზე, რომლებიც ომმა სისტემის შიგნით გამოიწვია. საუბარი შეეხება ასევე ირანის ოპოზიციურ ძალებსა და მათ პოლიტიკურ მიზნებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 3 აპრილი, 16:00-18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები