


პროფესორ ფაბიან ფოჟერონის საჯარო ლექცია „მითხარი, რას ჭამ, და გეტყვი, ვინ ხარ შენ“ (ჟ. ა. ბრილა-სავარენი) – კვებითი საზღვრები და ეროვნული გემოების აღმოცენება გვიანი შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ევროპულ სამზარეულოში“
ღონისძიებები
30 მაისს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სორბონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ფაბიან ფოჟერონის საჯარო ლექცია „მითხარი, რას ჭამ, და გეტყვი, ვინ ხარ შენ“ (ჟ. ა. ბრილა-სავარენი) – კვებითი საზღვრები და ეროვნული გემოების აღმოცენება გვიანი შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ევროპულ სამზარეულოში“.
მომხსენებლის შესახებ
ფაბიან ფოჟერონი სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი, საფრანგეთი) ასოცირებული პროფესორია. მისი კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა მოიცავს შუა საუკუნეების ევროპის კვებითი პრაქტიკისა და ეკონომიკის ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს, ასევე გვიანი შუა საუკუნეების საფრანგეთის სამეფოსა და რენესანსის ეპოქის იტალიის ისტორიას. მისი ძირითადი ნაშრომია „ქალაქის კვება: მომარაგება, ბაზრები და კვებასთან დაკავშირებული პროფესიები შუა საუკუნეების მიწურულის ვენეციაში“.
სამუშაო ენა: ფრანგული
დრო: 30 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი