
სემინარები
26 აპრილი, 2025

ღონისძიებები
25 აპრილი, 2025

ღონისძიებები
15 აპრილი, 2025
პროფესორ ჩარლზ პენსის ლექციების სამდღიანი კურსი „ბიოლოგიის ფილოსოფიის ძირითადი საკითხები“
ღონისძიებები
22, 24 და 25 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროგრამაზე გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში ლუვენ-ლა-ნოვის უნივერსიტეტის (ბელგია) მეცნიერების ფილოსოფიისა და საზოგადოების ცენტრის პრეზიდენტი, ჟურნალის Philosophy, Theory, and Practice in Biology რედაქტორი, პროფესორი ჩარლზ პენსი ჩაატარებს ლექციების კურსს ბიოლოგიის ფილოსოფიის ძირითად საკითხებზე.
ლექციების თემები:
- საფუძვლები: ბუნებრივი გადარჩევა როგორც კაუზალური, ემპირიული და პრობაბილისტური თეორია;
- ბუნებრივი გადარჩევა, შეგუებულობა (fitness) და სახეობები: ადაპტაციონიზმის პროგრამის კრიტიკა; შეგუებულობის ცნების გაგება მიდრეკილების (propensity) ცნების გამოყენებით;
- განვითარების ბიოლოგია, შეზღუდვები და ბიომრავალფეროვნება.
კურსზე რეგისტრაციისთვის მიმართეთ თამაზ თოხაძეს: tamaz_tokhadze@iliauni.edu.ge
რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინფორმაციას წასაკითხი მასალებისა და აუდიტორიის შესახებ.
რეკომენდებული საკითხავი მასალა წინასწარ იქნება ხელმისაწვდომი.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 22, 24, 25 აპრილი, 18:00 საათი
დასწრება თავისუფალია.
2025