


პროექტი ”კოსმოსური მაგნიტური ველები”
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ”კოსმოსური მაგნიტური ველები: წარმოშობა, ევოლუცია და დაკვირვებითი გამოვლინებები” - პროექტის ფარგლებში მომავალ და არსებულ დოქტორანტებს იწვევს გასაუბრებაზე. პროექტის ითვალისწინებს დოქტორანტების ჩართვას კვლევაში, რომელიც განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ობსერვატორიისა და კარნეგი-მელონის (პიტსბურგი, აშშ) უნივერსიტეტის ბაზაზე. პროექტი ნაწილობრივ დაფინანსებულია აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (NSF) მიერ.
კანდიდატებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები:
- ჰქონდეთ მაგისტრის ხარისხი ფიზიკაში ან ასტრონომიაში/ასტროფიზიკაში
- ფლობდნენ პროგრამირების საფუძვლებს
- ფლობდნენ ინგლისურ ენას
- გასაუბრების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ჩააბარონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში (იმ შემთხვევაში, თუ უკვე არ არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები)
დაინტერესებულმა პირებმა ა.წ. 1 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით პროფ. თინათინ კახნიაშვილს ელექტრონულ მისამართზე tinatin@iliauni.edu.ge გაუგზავნეთ:
- რეზიუმე (СV) საკონტაქტო ინფორმაციის (ტელეფონი) მითითებით
- სამაგისტრო და საბაკალავრო აკადემიური მოსწრების დანართი
გასაუბრება შერჩეულ კანიდატებთან გაიმართება 19 აგვისტოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასაუბრების ზუსტი დრო და ადგილი კანდიდატებს დამატებით ეცნობებათ.