


პროექტ PESTUGE -ში ჩართული უცხოელი ექსპერტების შეხვედრა სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან
26 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში - PESTUGE (Creation of the Graduate Curricula in Peace Studies in Georgia) - ჩართული უცხოელი ექსპერტების შეხვედრა სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან.
პროექტის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებში მშვიდობის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით სასწავლო მოდულების დანერგვა.
შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში მშვიდობის კვლევების მიმართულებით შემუშავებული სასწავლო კურსების შეფასება. უცხოელი ექსპერტები სტუდენტებს ესაუბრნენ შემუშავებული მოდულებიდან მიღებულ სასწავლო შედეგებზე და იმ გავლენაზე, რაც აღნიშნულმა კურსებმა იქონია მათ მიერ მშვიდობის კონცეფციის აღქმაზე. პროექტში ჩართულ აკადემიურ პერსონალთან შეხვედრისას, მხარეებმა შეაფასეს მიღებული შედეგები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
პროექტ PESTUGE-ის კოორდინატორია დუბლინის უნივერსიტეტი, საქართველოს მხრიდან პარტნიორ უნივერსიტეტებს შორისაა კავკასიის უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
გალერეა