მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პოეზიის ლექცია მთაწმინდაზე

19 აპრილს პოეზიის ლექცია (ლექტორი პროფ. ცირა ბარბაქაძე) აუდიტორიის მაგივრად მთაწმინდის პანთეონში შედგა. სასიამოვნოდ ჩაიარა ამ დღემ წვიმის არომატით... პოეზიაშეყრილი ახალგაზრდები გაზაფხულის შხაპუნამ ვერ დაშალა და ისმოდა გალაკტიონის, ილიას, აკაკის, ვაჟას, ბარათაშვილის სტრიქონები მათ საფლავებთან...

აქვე დაჯილდოვდნენ "უნი_პოეზიის" კონკურსში გამარჯვებულები, რომელთათვისაც მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტმა სამი პრიზი დააწესა. ამ პრიზების მფლობელები გახდნენ: მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები: ირაკლი შარმიაშვილი, ეთო ივანელაშვილი და კობა გურგენაძე. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ აგრეთვე: ნათია ჭინჭარაული, ეკა დარასელია და თამარ ტურაშვილი.

ბანერები