მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ონლაინფორუმი „ევროპა-უკრაინა: კულტურა და წინააღმდეგობა"

ღონისძიებები

24 თებერვალს, 21:00 საათზე, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის წლისთავზე გაიმართება ექსი-მარსელის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უკრაინის საერთაშორისო სოლიდარობის აქცია, ონლაინფორუმი, „ევროპა-უკრაინა: კულტურა და წინააღმდეგობა“.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიული ომი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიო მშვიდობასა და კეთილდღეობას.

უკრაინის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდენტობის წინააღმდეგ ბრუტალური ომით კრემლი ფეხქვეშ თელავს ევროპული კულტურის მიერ შექმნილი დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებებს; ხალხის თვითგამორკვევისა და კულტურული თვითგამოხატვის უფლებას.

უკრაინას დღეს უწევს დაიცვას არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ჩვენი მშვიდობისა და კეთილდღეობის უფლება. რუსული აგრესიის წინააღმდეგ საპასუხო ომით უკრაინა აჩვენებს სანიმუშო ბრძოლას ევროპული კულტურის დასაცავად. ევროპა დღეს დავალებულია უკრაინისგან.

მსოფლიო კულტურა (მათ შორის უნივერსიტეტები, თეატრები, გამომცემლობები, ხელოვნების დარგები) დღეს ერთიანდება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

კულტურის ძალების დღევანდელი მობილიზაცია უნდა ემსახურებოდეს არა მხოლოდ მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენას ევროპაში, არამედ სხვადასხვა ქვეყნის აქტივისტებმა და ინტელექტუალებმა უნდა შექმნან ჰუმანისტური მოძრაობა პუტინის ტირანიის მიერ თავსმოხვეული მსოფლიო არეულობის წინააღმდეგ, როგორც განაცხადა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა ოლექსანდრა მატვიიჩუკმა. რუსეთის ავტორიტარიზმსა და ტოტალიტარულ ბარბაროსობას ვუპირისპირდებით ხელოვნებისა და კულტურის გაერთიანებული ძალით ადამიანის უფლებების დასაცავად.

ვიწვევთ ყველა კონტინენტის ხელოვანებს, მწერლებსა და მეცნიერებს, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიული ომის დაწყების წლისთავზე ერთად გავცეთ პასუხი შეკითხვას: როგორ დავეხმაროთ უკრაინასა და ევროპას რუსეთის მიერ წარმოებულ კულტურულ ომში გამარჯვებისთვის?

ფორუმზე დასასწრებად მიჰყევით ფეისბუქის ბმულს: https://bit.ly/3SqL2Tr

ფორუმის მონაწილეები

კიევი:

  • კონსტანტინ სიგოვი, ფილოსოფოსი;
  • ვოლოდიმირ ერმოლენკო, მწერალი, ფილოსოფოსი, უკრაინის პენცენტრის პრეზიდენტი;
  • სოფია ანდრუკოვიჩი, მწერალი.

თბილისი:

  • გურამ ოდიშარია, მწერალი;
  • ბექა ქურხული, მწერალი;
  • ბელა წიფურია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ხალხური სიმღერის გუნდი

სოფია:

  • თეოდორა დიმოვა, მწერალი;
  • მიხაილ ნედელჩევი, ისტორიკოსი;
  • იორდან ეფტიმოვი, ესეისტი.

ვარშავა:

  • აგნეჟკა ჰოლანდი, რეჟისორი;
  • ანდრზეჟ სევერინი, მსახიობი.

კრაკოვი:

  • ოქსანა ზაბუჟკო;
  • კრისტიან ლუპა;
  • სერჰი ჟადანი.

ბუქარესტი:

  • მიქაელა პოპი, ფილოსოფოსი;
  • ვლადიმირ კრეტულესკუ, ისტორიკოსი.

მადრიდი:

  • ესთერ ბენდაჰანი, მწერალი, ესეისტი;
  • ხუან მიგელ ერნანდეს ლეონი, არქიტექტორი, Círculo de Bellas Artes (CBA)-ის პრეზიდენტი;
  • მარიფე სანტიაგო ბოლანოსი, მწერალი.

ბერლინი:

  • გერდ კოენენი, ისტორიკოსი;
  • კამილ დე ტოლედო, მწერალი (საფრანგეთი)

რომი:

  • ნიკოლას მარტინო, ფილოსოფოსი, კულტურის კრიტიკოსი;
  • ფრანჩესკა ბელინო, მწერალი, ჟურნალისტი;
  • იგიაბა სეგო, მწერალი, ჟურნალისტი.

პარიზი:

  • რობინ რენუჩი, მსახიობი, მარსელის ნაციონალური თეატრის La Criée სამხატვრო ხელმძღვანელი;
  • ლუსი ბერელოვიჩი, ვირე-ნორმანდიის ნაციონალური დრამატული ცენტრის Le Préau ხელმძღვანელი;
  • ჯონათან ლიტელი, მწერალი;
  • ომარ სულეიმანი, პოეტი;
  • არიანა მნუჩკინე, რეჟისორი Théâtre du Solei.l

ასევე

სოფი ოქსანენი, ნოველისტი (ფინეთი)
სიზან მაკრეინოლდსი, ფილოსოფოსი (აშშ)
ალექს ვილას ბოასი, ფილოსოფოსი (პორტუგალია)
ჯიმი სუდარიო კაპრალი, ფილოსოფოსი (ბრაზილია)
დორონ რაბინოვიჩი (ვენა)

ფორმატი: ონლაინ

ფორუმზე დასასწრებად მიჰყევით ფეისბუქის ბმულს: https://bit.ly/3SqL2Tr

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 24 თებერვალი, 21:00 საათი (თბილისის დროით)

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები