მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა სტიპენდიებთან დაკავშირებით

ღონისძიებები

18 იანვარს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S503 აუდიტორიაში ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ნინო ფხაკაძე საინფორმაციო შეხვედრას გამართავს სტუდენტებთან ნიდერლანდური ენის შესწავლისა და სტიპენდიების შესახებ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი ნაწილია მსოფლიო მასშტაბის ქსელისა, რომელშიც 300-ზე მეტი ცენტრია გაერთიანებული.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ინგლისური TOEFL-ის სერტიფიკატის მსგავსი CnaVT-ის ნიდერლანდური ენის B1-B2 დონის სერტიფიკატის მიღება.

ცენტრი წარჩინებულ სტუდენტებს ყოველ წელიწადს გზავნის ნიდერლანდური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებზე.

ცენტრის ბიბლიოთეკაში 2000-მდე წიგნი, ვიდეო და კომპაქტური დისკი, გაზეთები, ლიტერატურული ჟურნალები და ყოველკვირეული გამოცემებია. ბიბლიოთეკა ნიდერლანდური და ფლანდრიული გამომცემლობებისა და ფონდების დახმარებით ყოველწლიურად იზრდება.

ენის შესწავლის მსურველს შეუძლია მსმენელად დარეგისტრირება.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 18 იანვარი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობანიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, ოთახი 503, გ. წერეთლის ქ.N3

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები