


ნიდერლანდური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდები
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდები B1 და B2 ენობრივ დონეებზე.
საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა Certificaat Nederlands als Vreemde Taal (ნიდერლანდური, როგორც უცხო ენა) სტუდენტებს ნიდერლანდებისა და ფლანდრიის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს.
Certificaat Nederlands als Vreemde Taal-ს, ნიდერანდური ენის კავშირის პროექტს, მისი დაკვეთით ახორციელებს ლეუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ენისა და განათლების ცენტრი. დალუქულ მასალებს გვიგზავნის ლეუვენის უნივერსიტეტი. გამოცდის ჩატარების ვადაა 1-15 მაისი. მასალები უკან 15 მაისამდე იგზავნება, ლეუვენის უნივერსიტეტი ასწორებს და გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში სერტიფიკატებს 2023 წლის სექტემბერში გამოგვიგზავნიან.
მაისში B1 დონის გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო ხუთი, ხოლო B2 დონის გამოცდაზე ორი სტუდენტი: მერი დანელია, თათია კაპანაძე, ანა ორაგველიძე, თორნიკე ტიელიძე, თორნიკე გორგოძე, თამუნა კოკაია, გიორგი შარაქაშვილი.
2023 წელი