მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ნატალია ზაზაშვილის სახელობის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება: მედეგობა და გამკლავება მასობრივი კრიზისების დროს“

ღონისძიებები

27-28 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ნატალია ზაზაშვილის სახელობის მე-10 საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება: მედეგობა და გამკლავება მასობრივი კრიზისების დროს“.

კონფერენცია ეძღვნება ევროპის ტრავმული სტრესის შემსწავლელი საზოგადოების (ESTSS) 30 წლისა და საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების (GSP) 15 წლის იუბილეს.

Საკვანძო მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სიმპოზიუმებს, ვორკშოპებს, კვლევითი და კლინიკური პრაქტიკის ამსახველ მოხსენებებს ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად გაუძღვებიან მოწვეული უცხოელი სტუმრები.

პროგრამა იხილეთ ბმულზე https://bit.ly/414KLZo

კონფერენციის ორგანიზატორები:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი
  • საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი - GCRT
  • ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ – GIP

დრო: 27 აპრილი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32;

დრო: 28 აპრილი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი, T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5.

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები