მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„მონაწილეობა და აღდგენა დასაქმების ხელშეწყობით: სამუშაოს მხარდაჭერის სტრატეგიები და სოციალური მეწარმეობა“ – საერთაშორისო ვორკშოპი/ტრენინგი

ღონისძიებები

29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ესპანელი პროფესორები მარია კაპანაძე და სალვადორ სიმო გაიმართავენ საერთაშორისო ვორკშოპს/ტრენინგს „მონაწილეობა და აღდგენა დასაქმების ხელშეწყობით: სამუშაოს მხარდაჭერის სტრატეგიები და სოციალური მეწარმეობა“.

მარია კაპანაძე უმაღლესი განათლების ევროპის ოკუპაციური თერაპევტთა ქსელის ვიცე-პრეზიდენტი (The European Network of Occupational Therapy in Higher Education – ENOTHE) და  ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის, ტერასის საექთნო სკოლისა და ოკუპაციური კვლევითი ცენტრის პროფესორია (UAB Escola Universitària d'Infermeria i Teràpia Ocupacional de Terrassa, EUIT/UAB).

სალვადორ სიმო, UVic-UCC კატალონიის ცენტრალური უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური ინოვაციების კვლევითი გუნდის კოორდინატორია. მისი კვლევითი სფეროებია: სოციალური ინოვაცია და მეწარმეობა, ოკუპაციური მეცნიერება/თერაპია და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ჯანსაღი და ინკლუზიური თემის შექმნა და კვლევითი პროექტების განვითარება. 

ვორკშოპები გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიებში და მათ დაესწრება პროექტში ჩართული გუნდი, მათ შორის სტუდენტები და ლაბორატორიებში მხარდაჭერით დასაქმებული პირები.

მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატები.

29 და 30 აპრილსა და 1 მაისს, 17:00-დან 20:00 საათამდე, G კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექციები/ტრენინგი ტრენინგზე დასწრება თავისუფალია.  იხილეთ პროგრამა.

საერთაშორისო ვორკშოპი ტარდება საქართველო I2Q – ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს (CIF-2023-04) ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით.

პროექტის „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის” მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმების ხელშემწყობი მულტიდისციპლინური/ მულტიპროფესიული სასწავლო პრაქტიკული ლაბორატორიის (ჰაბის) შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება ფსიქოლოგიისა და სოციალური მუშაობის სტუდენტებისთვის პრაქტიკის სივრცედ. ჰაბის ფარგლებში გაანალიზდება შშმ პირებისთვის სხვადასხვა სამუშაო, განისაზღვრება შშმ პირების კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები და შესაძლებელი გახდება შშმ პირების სოციალური ინტეგრაცია და მხარდამჭერ თემში მონაწილეობის ხელშეწყობა.

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი)

დრო: 29-30 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

2024

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები