მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მკვლევარ მოჰამად გოლშანის საჯარო ლექცია „იუდევლურ-სპარსული, როგორც სამედიცინო ტექსტების ხელახალი კომპილაციის ენა, ირანის ისტორიაში“

ღონისძიებები

25 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე მკვლევარი მოჰამად გოლშანი წაიკითხავს ლექციას „იუდევლურ-სპარსული, როგორც სამედიცინო ტექსტების ხელახალი კომპილაციის ენა, ირანის ისტორიაში“.

იუდევლურ-სპარსულად ხელმეორედ ჩაწერილი სამედიცინო ტექსტები იმ წყაროთა შორისაა, რომელთაც დღემდე სათანადო სამეცნიერო ყურადღება არ დათმობია. იუდევლურ-სპარსული ხელნაწერების მნიშვნელოვანი კოლექცია, რომლებიც წარმოადგენს შუა საუკუნეების სპარსული სამედიცინო ტექსტების ხელახალ კომპილაციას, ინახება ამერიკის ებრაული თეოლოგიური სემინარიის ბიბლიოთეკაში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მსგავსებები თხზულებათა კოდიკოლოგიურ მახასიათებლებს შორის, უაღრესად მნიშვნელოვანია მათი ცალ-ცალკე შესწავლა.

ლექციაზე მომხსენებელი მიმოიხილავს ამ ბიბლიოთეკაში დაცულ ერთ-ერთ ამგვარ წყაროს – Kifāyat-i Manṣūrī. ყურადღებას გაამახვილებს ორ მნიშვნელოვან კომპონენტზე: ბიბლიოთეკაში არსებული წყაროების წარდგენაზე და იუდევლურ-სპარსულად წერის ისტორიულ საფუძვლებზე სპარსულენოვან სამყაროში.

მოჰამად გოლშანი გიოტინგენის უნივერსიტეტის ირანული კვლევებისა და საფრანგეთის სოციალური კვლევების უმაღლესი სკოლის (EHESS) ერთობლივი პროგრამის დოქტორანტია. იკვლევს იუდევლურ-სპარსულ კოდიკოლოგიას და ასევე დაინტერესებულია იუდევლურ-სპარსული სამედიცინო ტექსტების, ხალხური მედიცინის და მაგიის შესწავლით XV-XIX საუკუნეების ირანსა და ცენტრალურ აზიაში.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 25 დეკემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

2025

 

ბანერები