მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტურ კონფერენციათა სერია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში
ღონისძიებები
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს იწვევს 2025- 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის კონფერენციათა სერიაში მონაწილეობისთვის.
კონფერენციები გაიმართება 2026 წლის 2-4 თებერვალს ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“.
კონფერენციების სექციები:
- ქართული და უცხოური ენების ფილოლოგია;
- არქეოლოგია, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, კინომცოდნეობა;
- ფილოსოფია;
- თავისუფალი მეცნიერებები;
- პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები;
- ფსიქოლოგია;
- სოციოლოგია.
შერჩევის ეტაპები:
I ეტაპი
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი და ატვირთონ მოხსენების ვრცელი რეზიუმე (დაახლ. 500 სიტყვა), რომელშიც ჩამოყალიბებული იქნება ნაშრომის მიზანი, საკვლევი პრობლემა და მოსალოდნელი შედეგები/დასკვნები. მას უნდა ახლდეს საკვანძო სიტყვები და ნაშრომში გამოყენებული ძირითადი წყაროების ჩამონათვალი.
მოხსენების თემის შერჩევისას და ნაშრომზე მუშაობისას კონსულტაციისთვის სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ შესაბამისი მიმართულების ლექტორს.
განაცხადის და ვრცელი რეზიუმეს ატვირთვის ბოლო ვადა: 2026 წლის 21 იანვარი, 23:59 საათი
ვრცელი რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს pdf ფორმატში შემდეგი წესის დაცვით:
სათაურის შრიფტი – Sylfaen; ზომა – 14, გამუქებული; ტექსტის შრიფტი – Sylfaen; ზომა – 12;
ველები: მარჯვენა ველი – 2 სმ, მარცხენა ველი – 2.5 სმ, ზედა ველი – 2 სმ, ქვედა ველი –2 სმ; ტექსტის კიდეები გასწორებული უნდა იყოს ორივე მხარეს;
სტრიქონებს შორის დაშორება – 1.5;
სათაურსა და ტექსტს შორის დაშორება – 2 სტრიქონი.
II ეტაპი
რეზიუმეებს შეაფასებს შესაბამისი სექციების აკადემიური პერსონალი და შედეგებს არაუგვიანეს 2026 წლის 27 იანვრისა აცნობებს მეორე ეტაპზე გადასულ სტუდენტებს ელფოსტით.
სტუდენტებმა კონფერენციაზე მოხსენებები უნდა წარმოადგინონ PowerPoint-ის ფორმატში. პრეზენტაციის მომზადებისას უნდა გაითვალისწინონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილი.
მოხსენების ხანგრძლივობა – 15 წუთი; დისკუსია – 10 წუთი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: პლაგიატის შემცველი ნაშრომები არ შეფასდება.
კონფერენციის ყველა მომხსენებელს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ელფოსტაზე: artsci_coordinators@iliauni.edu.ge
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (Subject Line) მიუთითეთ „სტუდენტური კონფერენცია 2026“.
განაცხადის შევსებას და მოხსენების ვრცელი რეზიუმეს ატვირთვას შეძლებთ აქ.
რეგისტრაციისას და რეზიუმეს ატვირთვისას, ასევე კითხვების შემთხვევაში,გთხოვთ, მოგვწეროთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებას!
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 2-4 თებერვალი, 2026
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 32
2025