მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდის პროექტმა ქართველოლოგიის ხელშეწყობისთვის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტით „ალიზ-აგურის ინტერდისციპლინური კვლევა საქართველოში: ნეოლითური ტრადიციებიდან თანამედროვე მდგრად არქიტექტურამდე ქართველოლოგიურ და კულტურულ-ისტორიულ კონტექსტში“.

პროექტში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ ელოშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გივი ჯაყელი, მკვლევარი ანუკი ბაბაქიშვილი, ასევე ბაკალავრიატის სტუდენტები – ნანიკო დალაქიშვილი და მეგი ვაჩეიშვილი.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ალიზ-აგურის ტრადიციის არქეოლოგიურ-ისტორიულ-კულტურული ფესვების კვლევას, მისი განვითარების ეტაპების გამოვლენას ნეოლითური პერიოდიდან დღემდე და ამ ცოდნის გააზრებას თანამედროვე მდგრადი არქიტექტურის კონტექსტში.

კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციული სამშენებლო კულტურის უკეთ გააზრებას, მის პოპულარიზაციასა და პრაქტიკულ გამოყენებას თანამედროვეობაში, ასევე ახალგაზრდა მკვლევრების ჩართულობას ქართველოლოგიურ კვლევებში.

2025

ბანერები