მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მკვლევარ გიორგი ხეოშვილის მოხსენება „რუსულ რელიგიურ მოდერნიზმში შემუშავებული სქესის თეორიათა ზოგიერთი იდეის რეცეფცია გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში“

ღონისძიებები

26 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი გიორგი ხეოშვილი ყოველკვირეული სემინარების ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „რუსულ რელიგიურ მოდერნიზმში შემუშავებული სქესის თეორიათა ზოგიერთი იდეის რეცეფცია გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში“.

მოხსენება ეხება გრიგოლ რობაქიძის (1880-1962), როგორც XX საუკუნის პირველი ათწლეულების ქართულ კულტურაში მოდერნისტული მხატვრულ-ფილოსოფიური იდეების უმთავრესი გამავრცელებლის, შემოქმედებას. რობაქიძე მიზანმიმართულად ცდილობდა ევროპაში გაფორმებული ამ ახალი მიმდინარეობის დანერგვას ქართული საზოგადოების მხატვრულ ცნობიერებაში. 

კვლევის მიზანია, აჩვენოს ვ. როზანოვისა (1856-1919) და ნ. ბერდიაევის (1874-1948) შემოქმედების გავლენა გრიგოლ რობაქიძის ტექსტებზე. აღნიშნული მოაზროვნეები დიდ ადგილს უთმობდნენ სქესის ფენომენის ფილოსოფიურ-რელიგიურ ანალიზს, რაც ქართველი მწერლის მხატვრული შემოქმედებისთვისაც ყოფიერების მითოლოგიურ საფუძვლად და უმთავრეს თემად იქცა. მომხსენებელი შეეცდება წარმოაჩინოს სქესის შესახებ რობაქიძისეული სპეციფიკური განაზრებები და მათზე რუსული რელიგიური მოდერნიზმის ცალკეული იდეების რეცეფცია.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 26 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507 აუდიტორია), გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

2026

 

 

 

ბანერები