მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე „ფსიქოლოგია“ “
ახალი ამბები
მიღება 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე „ფსიქოლოგია“
პროგრამაზე მიღების მოთხოვნები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცესი ითვალისწინებს შემდეგ საფეხურებს:
- საბუთების მიღება
- ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება
- დარგობრივი წერითი გამოცდა ფსიქოლოგიაში (იმ აპლიკანტებისთვის, რომლებსაც ფსიქოლოგიის მიმართულებით აკადემიური ხარისხი არ აქვთ)
- კვლევითი განაცხადის განხილვა და შეფასება დარგობრივი კომისიის მიერ
- ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან
I ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია
სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა 2026 წლის 5 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და ქვემოთ მითითებული დოკუმენტები PDF ფორმატში ატვირთონ შესაბამის სარეგისტრაციო ბმულზე.
პროგრამაზე ჩაბარების მსურველმა აპლიკანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და წარმოადგინოს:
- შევსებული სარეგისტრაციო ფორმა
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთის ასლი (5 წლიანი განათლების დიპლომი ან უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ფოტოსურათი 3x4;
- ავტობიოგრაფია (CV);
- კანდიდატის მიერ შესრულებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და მის მიერ სამეცნიერო - კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სადოქტორო კვლევითი განაცხადი
- პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა
- ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL (P/B მინიმუმ 513 ქულა; I/BT მინიმუმ 65 ქულა); IELTS (მინიმუმ 5.5 ქულა); FCE).
ან აპლიკანტმა, რომელსაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი - Certus;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
მნიშვნელოვანია: სარეგისტრაციო ფორმაში აპლიკანტმა უნდა მიუთითოს, აქვს თუ არა ფსიქოლოგიის მიმართულებით მინიჭებული აკადემიური ხარისხი. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში აპლიკანტს მოეთხოვება III ეტაპით გათვალისწინებული დარგობრივი წერითი გამოცდის ჩაბარება.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.
II ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში
კანდიდატებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ზემოაღნიშნულ სერთიფიკატს, ჩაუტარდებათ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში B2 დონის ფლობის დადასტურების მიზნით. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.
დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული ვალიდური დოკუმენტები), ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დასადასტურებლად წერილობითი გამოცდა ჩაუტარდებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 20 აგვისტოს, 18:00 საათზე, A 101 აუდიტორიაში.
ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 50%. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.
ინგლისური ენის გამოცდის შედეგები სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდით გამოქვეყნდება 2026 წლის 25 აგვისტოს, არაუგვიანეს 18:00 საათისა, უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში
„სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური ენის გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით:
დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 25 აგვისტოს 18:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge
ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2026 წლის 31 აგვისტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადის და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.
III ეტაპი: დარგობრივი წერითი გამოცდა ფსიქოლოგიაში
თუ აპლიკანტს არ აქვს ფსიქოლოგიის მიმართულებით მინიჭებული აკადემიური ხარისხი, მან დამატებით უნდა ჩააბაროს წერითი გამოცდა, რომლითაც შეფასდება ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებების, მიმდინარეობების, მიმართულებებისა და თეორიების ცოდნა და გააზრების უნარი. წერილობითი გამოცდის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ აქ. წასაკითხი მასალა იხილეთ აქ.
წერილობითი გამოცდა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 1 სექტემბერს, 18:00 საათზე. ინფორმაცია გამოცდის ზუსტი აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ არაუგვიანეს 2026 წლის 31 აგვისტოსა. წერით გამოცდაში აპლიკანტი პასუხს გასცემს 5 ღია შეკითხვას. ნაშრომი შეფასდება 25 ქულით; მინიმალური ზღვარია 18 ქულა. აპლიკანტი, რომელიც ვერ გადალახავს აღნიშნულ ბარიერს, კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.
წერილობითი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 2 სექტემბერს, არაუგვიანეს 18:00 საათისა, უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“. დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი წერილობითი გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 2 სექტემბრის 18:00 საათიდან 4 სექტემბრის 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge
წერილობითი გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2026 წლის 7 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
IV ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია.
სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ).
გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი პროექტი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.
სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2026 წლის 2 სექტემბერს, არაუგვიანეს 18:00 საათისა, უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით:
დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 2 სექტემბრის 18:00 საათიდან 4 სექტემბრის 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge
სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2026 წლის 7 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
V ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან
სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, გადალახეს დარგობრივი წერითი გამოცდა ფსიქოლოგიაში (იმ აპლიკანტებისათვის, რომლებსაც ფსიქოლოგიის მიმართულებით აკადემიური ხარისხი არ აქვთ) და მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, ჩააბარებენ ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე.
გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კონკურსს.
მნიშვნელოვანია! პროგრამებზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.
ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 8 სექტემბერს.
ინფორმაცია გამოცდის ზუსტი დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“, არაუგვიანეს 2026 წლის 3 სექტემბრისა.
ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 9 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:
დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 9 სექტემბრის 18:00 საათიდან 11 სექტემბრის 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge
იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, ზეპირ გამოცდაზე წარდგნენ შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე. სააპელაციო ზეპირი გამოცდა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 14 სექტემბერს. ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2026 წლის 11 სექტემბერს.
ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით და ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება 2026 წლის 15 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
ხელშეკრულების გაფორმება
პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2026 წლის 16 და 17 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის A303 ოთახში, მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზირი №32.
დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას თან უნდა იქონიონ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ორიგინალი და ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში, პასპორტის ან პირადობის მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- ორი 3×4-ზე ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე;
- აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული ხუთწლიანი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
- თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;
- უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
- ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატის ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის;
- თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად დოკუმენტებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობაა.
2026