მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე „არქეოლოგია“

ახალი ამბები

მიღება 2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე „არქეოლოგია“

პროგრამაზე მიღების მოთხოვნები

არქეოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე მიღება მოიცავს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდას, რომელიც შედგება რამდენიმე ეტაპისგან:

  1. საბუთების მიღება;
  2. ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება;
  3. კვლევითი განაცხადის განხილვა და შეფასება დარგობრივი კომისიის მიერ;
  4. ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან.

I ეტაპი: რეგისტრაცია

სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა 2026 წლის 5 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია და მოთხოვნილი დოკუმენტები PDF ფორმატში ატვირთონ შესაბამის სარეგისტრაციო ბმულზე

პროგრამაზე ჩაბარების მსურველმა აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:

  • შევსებული სარეგისტრაციო ფორმა, იხ. დანართი №1;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • 3×4-ზე ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან, ან ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის;
  • უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
  • კანდიდატის მიერ შესრულებული წინარე ნაშრომი ან პუბლიკაცია ან/და მის მიერ სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი შემდეგ მიმართულებებში:
    • ისტორია და არქეოლოგია (0222);
    • ულტურული მემკვიდრეობის კვლევები (0288.1);
    • პალეოანთროპოლოგია (0588.1.1);
    • რელიგია და თეოლოგია (0221);
    • ხელოვნების ისტორია და თეორია, ხელოვნებათმცოდნეობა (0213.1.5);
    • არქიტექტურა და მშენებლობა (073);
    • შუა საუკუნეების კვლევები (0288.2.1);
  • სადოქტორო კვლევითი განაცხადი, იხ. დანართი №2;
  • პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა, იხ. დანართი №3;
  • ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
    • TOEFL PBT – მინიმუმ 513 ქულა;
    • TOEFL iBT – მინიმუმ 65 ქულა;
    • IELTS – მინიმუმ 5.5 ქულა;
    • FCE;
    • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი – Certus;
    • ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის.

ინგლისური ენის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდისგან თავისუფლდებიან აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელ ზემოაღნიშნულ ვალიდურ დოკუმენტს ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, ინგლისურენოვანი პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.

თუ წარმოდგენილი დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა ინგლისურენოვანი იყო, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა პროგრამის განხორციელების ენის შესახებ.


II ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული ვალიდური დოკუმენტები, ინგლისური ენის ცოდნის დასადასტურებლად ჩაუტარდებათ წერითი გამოცდა.

ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 20 აგვისტოს, 18:00 საათზე, A101 აუდიტორიაში.

ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 50%.

კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება 2026 წლის 25 აგვისტოს, არაუგვიანეს 18:00 საათისა, უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური ენის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა ინგლისური ენის გამოცდის შედეგთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 25 აგვისტოს 18:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე: info@iliauni.edu.ge.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2026 წლის 31 აგვისტოს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


III ეტაპი: სადოქტორო კვლევითი განაცხადის განხილვა

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა.

სადოქტორო კვლევითი განაცხადი შესაბამის დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი განაცხადი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები გამოქვეყნდება 2026 წლის 2 სექტემბერს, არაუგვიანეს 18:00 საათისა, უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევითი განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა სადოქტორო კვლევითი განაცხადის შედეგთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 2 სექტემბრის 18:00 საათიდან 4 სექტემბრის 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე: info@iliauni.edu.ge.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2026 წლის 7 სექტემბერს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


IV ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და რომელთა სადოქტორო კვლევითი განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, ჩააბარებენ ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე.

ზეპირი გამოცდა შეფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კონკურსს.

მნიშვნელოვანია: პროგრამაზე მიღებისათვის დოქტორანტობის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 8 სექტემბერს.

გამოცდის ზუსტი დროისა და აუდიტორიის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“, არაუგვიანეს 2026 წლის 3 სექტემბრისა.

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 9 სექტემბერს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა ზეპირი გამოცდის შედეგთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 9 სექტემბრის 18:00 საათიდან 11 სექტემბრის 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე: info@iliauni.edu.ge.

კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს ზეპირი გამოცდის შედეგთან დაკავშირებით, შესაძლებლობა ექნებათ ზეპირ გამოცდაზე წარდგნენ შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე.

ზეპირი გამოცდა სააპელაციო კომისიის წინაშე ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 14 სექტემბერს.

გამოცდის ზუსტი დროისა და აუდიტორიის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“, 2026 წლის 11 სექტემბერს.

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, და პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია, საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით, გამოქვეყნდება 2026 წლის 15 სექტემბერს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


ხელშეკრულების გაფორმება

პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2026 წლის 16 და 17 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის A303 ოთახში, მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზირი №32.

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას თან უნდა იქონიონ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ორიგინალი და ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის ან პირადობის მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • ორი 3×4-ზე ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე;
  • აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული ხუთწლიანი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  • თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;
  • უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
  • ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატის ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის;
  • თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად დოკუმენტებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობაა.

 2026

ბანერები