რეგისტრაცია სხვა უსდ-ში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ სწავლა ილიაუნის ბაკალავრიატში განაგრძონ
ახალი ამბები
ცხადდება რეგისტრაცია სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ სწავლა გააგრძელონ საბაკალავრო საფეხურზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
ვის შეუძლია რეგისტრაცია: საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე და სურთ სწავლის გაგრძელება იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის განხორციელების უფლება არ გააჩნია იმ დაწესებულებას, სადაც ისინი სწავლობდნენ ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე, ხოლო მათთვის სასურველ პროგრამას ახორციელებს სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
შესაბამისი პირები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე რეგისტრაციას შეძლებენ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე, მითითებული ფაკულტეტების მიხედვით:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
1. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
2. ფიზიკა
3. ბიოლოგია
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
4. ისტორია
5. ქართული ფილოლოგია
6. ანგლისტიკა
7. რუსისტიკა
8. გამოყენებითი გერმანისტიკა
9. საფრანგეთისმცოდნეობა
10. თავისუფალი მეცნიერებები
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი
11. კომპიუტერული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)
12. სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი)
13. კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო) (ინგლისურენოვანი)
14. ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი)
15. სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)
16. ადრეული ბავშვობა, განვითარება და განათლება
17. კომპიუტერული მეცნიერება (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი)
18. მათემატიკა
რეგისტრაციის პროცედურა
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 9 სექტემბერი, 18:00 საათის ჩათვლით.
განცხადების წარდგენა შესაძლებელია:
- პირადად, უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. 45, E კორპუსი);
- ელექტრონულად, მისამართზე: info@iliauni.edu.ge
განაცხადთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში — პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების სერტიფიკატი ან ცნობა პროგრამის დასრულების შესახებ.
ხელშეკრულების გაფორმება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტს ხელშეკრულება გაუფორმდება არაუგვიანეს 2026 წლის 11 სექტემბრისა.
* ჩარიცხვის უფლების მოპოვების გადაწყვეტილება სტუდენტს ეცნობება ინდივიდუალურად, განცხადებაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით (ელ-ფოსტა / ტელეფონი).
ხელშეკრულების გასაფორმებლად წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში — პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების სერტიფიკატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან ცნობა პროგრამის დასრულების შესახებ;
გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის — ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში — განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
ე) სტუდენტის მიმართ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი, დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით;
ვ) 1 ფოტოსურათი ზომით 3X4 და ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
ზ) სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში — ცნობა გაცემული შესაბამისი ორგანოდან;
თ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში — მინდობილი პირის სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა.
ხელშეკრულების გაფორმების ადგილები ფაკულტეტების მიხედვით:
ა) მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი — მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, A კორპუსი, ოთახი A303;
ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი — მის.: ილია ჭავჭავაძის გამზირი 45, H კორპუსი, ოთახი H105 (შესასვლელი ეზოდან);
გ) ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი — მის.: ილია ჭავჭავაძის გამზირი 45, E კორპუსი, ოთახი E304.
შენიშვნა: 18 წლამდე ასაკის კანდიდატს უნდა ახლდეს კანონიერი წარმომადგენელი, რომელმაც უნდა იქონიოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მშობლის შემთხვევაში — პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აბიტურიენტის დაბადების მოწმობა; მეურვის შემთხვევაში — შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები).
დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით მიმაგრებულ დოკუმენტებს (ბრძანება დანართით)