მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე „ფილოსოფია“

ახალი ამბები

მიღება 2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე „ფილოსოფია“ 

პროგრამაზე მიღების მოთხოვნები

ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცესი ითვალისწინებს შემდეგ ეტაპებს:

  1. საბუთების მიღება;
  2. ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნის დადასტურება;
  3. კვლევითი განაცხადის განხილვა და შეფასება დარგობრივი კომისიის მიერ;
  4. ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან.

I ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა 2026 წლის 5 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია და მოთხოვნილი დოკუმენტები PDF ფორმატში ატვირთონ შესაბამის სარეგისტრაციო ბმულზე

აპლიკანტმა სარეგისტრაციო ფორმაში უნდა მიუთითოს, რომელ ენას ირჩევს ძირითად საგამოცდო ენად: ინგლისურს ან გერმანულს.

პროგრამაზე ჩაბარების მსურველმა აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:

  • შევსებული სარეგისტრაციო ფორმა, იხ. დანართი №1;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • 3×4-ზე ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან, ან ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის;
  • უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
  • კანდიდატის მიერ შესრულებული წინარე ნაშრომი ან პუბლიკაცია ან/და მის მიერ სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სადოქტორო კვლევითი განაცხადი, იხ. დანართი №2;
  • პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა, იხ. დანართი №3;
  • პროგრამის მოთხოვნის შესაბამისად ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის.

ინგლისური ენის ძირითად საგამოცდო ენად არჩევის შემთხვევაში

აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე და წარმოადგინოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

  • TOEFL PBT – მინიმუმ 513 ქულა;
  • TOEFL iBT – მინიმუმ 65 ქულა;
  • IELTS – მინიმუმ 5.5 ქულა;
  • FCE;
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი – Certus;
  • ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი.

აპლიკანტი, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს, ვალდებულია ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის B2 დონის გამოცდა.

გერმანული ენის ძირითად საგამოცდო ენად არჩევის შემთხვევაში

აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს გერმანული ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე და წარმოადგინოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

  • Test Deutsch als Fremdsprache;
  • DSH – Deutsche Sprachprüfung für den Hochschulzugang;
  • ZOP – Zentrale Oberstufenprüfung;
  • KDS – Kleines Deutsches Sprachdiplom;
  • GDS – Grosses Deutsches Sprachdiplom;
  • გერმანულენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი.

აპლიკანტი, რომელიც ვერ წარმოადგენს გერმანული ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს, ვალდებულია ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გერმანული ენის B2 დონის გამოცდა.

გერმანული ენის ძირითად საგამოცდო ენად არჩევის შემთხვევაში აპლიკანტმა დამატებით უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B1 დონეზე:

  • უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის B1 დონის გამოცდის შედეგით;
  • TOEFL PBT – მინიმუმ 437 ქულა;
  • TOEFL iBT – მინიმუმ 41 ქულა;
  • IELTS – მინიმუმ 4 ქულა;
  • FCE;
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატით – Certus;
  • ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომით.

ინგლისურენოვანი ან გერმანულენოვანი პროგრამის დასრულების დადასტურება

აპლიკანტმა, რომელსაც ინგლისურ ან გერმანულ ენაზე აქვს გავლილი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი.

საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.

თუ დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა ინგლისურენოვანი ან გერმანულენოვანი იყო, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა პროგრამის განხორციელების ენის შესახებ. 


II ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ან გერმანულ ენაში

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს შესაბამისი ენის ცოდნის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული ვალიდური დოკუმენტები, ჩაუტარდებათ წერითი გამოცდა:

  • ინგლისური ენის B2 დონეზე;
  • გერმანული ენის B2 დონეზე;
  • გერმანული ენის ძირითად საგამოცდო ენად არჩევის შემთხვევაში, ინგლისური ენის B1 დონეზე.

ინგლისური და გერმანული ენების გამოცდები ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 20 აგვისტოს, 18:00 საათზე, A101 აუდიტორიაში.

გამოცდების მინიმალური ბარიერებია:

  • ინგლისური ენის B2 დონის გამოცდა – 50%;
  • ინგლისური ენის B1 დონის გამოცდა – 50%;
  • გერმანული ენის B2 დონის გამოცდა – 50%.

კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ შესაბამის მინიმალურ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

ინგლისური ან გერმანული ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ინგლისური და გერმანული ენების გამოცდების შედეგები სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება 2026 წლის 25 აგვისტოს, არაუგვიანეს 18:00 საათისა, უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ენის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა ინგლისური ან გერმანული ენის გამოცდის შედეგთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 25 აგვისტოს 18:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე:

info@iliauni.edu.ge

ინგლისური და გერმანული ენების გამოცდების შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2026 წლის 31 აგვისტოს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“. 


III ეტაპი: სადოქტორო კვლევითი განაცხადის განხილვა

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს ფილოსოფიის დარგობრივი კომისია.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა, იხ. დანართი №4.

სადოქტორო კვლევითი განაცხადი ფილოსოფიის დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი განაცხადი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები გამოქვეყნდება 2026 წლის 2 სექტემბერს, არაუგვიანეს 18:00 საათისა, უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევითი განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა სადოქტორო კვლევითი განაცხადის შედეგთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 2 სექტემბრის 18:00 საათიდან 4 სექტემბრის 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე: info@iliauni.edu.ge

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2026 წლის 7 სექტემბერს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


IV ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც:

  • წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი;
  • დაადასტურეს ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად;
  • გერმანული ენის ძირითად საგამოცდო ენად არჩევის შემთხვევაში დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B1 დონეზე;
  • სადოქტორო კვლევითი განაცხადი შეფასებული აქვთ მინიმუმ 3 ქულით,

ჩააბარებენ ზეპირ გამოცდას ფილოსოფიის დარგობრივი კომისიის წინაშე.

ზეპირი გამოცდა შეფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით, იხ. დანართი №5.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კონკურსს.

მნიშვნელოვანია: პროგრამაზე მიღებისათვის დოქტორანტობის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ზეპირი გამოცდა ფილოსოფიის დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 8 სექტემბერს.

გამოცდის ზუსტი დროისა და აუდიტორიის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“, არაუგვიანეს 2026 წლის 3 სექტემბრისა.

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 9 სექტემბერს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა ზეპირი გამოცდის შედეგთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 9 სექტემბრის 18:00 საათიდან 11 სექტემბრის 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე:

info@iliauni.edu.ge

კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს ზეპირი გამოცდის შედეგთან დაკავშირებით, შესაძლებლობა ექნებათ ზეპირ გამოცდაზე წარდგნენ ფილოსოფიის მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე.

ზეპირი გამოცდა სააპელაციო კომისიის წინაშე ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 14 სექტემბერს.

გამოცდის ზუსტი დროისა და აუდიტორიის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“, 2026 წლის 11 სექტემბერს.

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, და პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია, საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით, გამოქვეყნდება 2026 წლის 15 სექტემბერს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


ხელშეკრულების გაფორმება

პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2026 წლის 16 და 17 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის A303 ოთახში, მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზირი №32. დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას თან უნდა იქონიონ:

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ორიგინალი და ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში, პასპორტის ან პირადობის მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • ორი 3×4-ზე ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე;
  • აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული ხუთწლიანი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  • თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;
  • უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
  • შესაბამისი უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატის ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • გერმანული ენის ძირითად საგამოცდო ენად არჩევის შემთხვევაში, ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B1 დონის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის;
  • თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად დოკუმენტებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობაა.

2026

 

ბანერები