მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა"
ახალი ამბები
მიღება 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა პროგრამაზე მიღების მოთხოვნები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცესი ითვალისწინებს შემდეგ საფეხურებს:
- საბუთების მიღება
- ინგლისური/გერმანული ენის ცოდნის დადასტურება
- კვლევითი განაცხადის განხილვა და შეფასება დარგობრივი კომისიის მიერ
- ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან
I ეტაპი: რეგისტრაცია
სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველები 2026 წლის 5 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით უნდა დარეგისტრირდნენ და ქვემოთ მითითებული დოკუმენტები ატვირთონ შესაბამის სარეგისტრაციო ბმულზე.
პროგრამაზე ჩაბარების მსურველმა აპლიკანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ფორმაში მიუთითოს, ძირითად საგამოცდო ენად ირჩევს ინგლისურს თუ გერმანულს, და წარმოადგინოს:
- შევსებული სარეგისტრაციო ფორმა იხ.დანართი #1;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ფოტოსურათი 3x4;
- ავტობიოგრაფია (CV);
- ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების სფეროში კანდიდატის მიერ შესრულებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და მის მიერ სამეცნიერო - კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სადოქტორო კვლევითი განაცხადი იხ.დანართი #2;
- პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა იხ.დანართი #3;
- ინგლისური/გერმანული ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი:
აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი: TOEFL (P/B მინიმუმ 513 ქულა; I/BT მინიმუმ 65 ქულა); IELTS (მინიმუმ 5.5 ქულა); FCE ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი - Certus; გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი: Test Deutsch als Fremdsprache; DSH (Deutsche Sprachprüfung für den Hochschulzugang); ZOP (Zentrale Oberstufenprüfung); KDS (Kleines Deutsches Sprachdiplom); GDS (Grosses Deutsches Sprachdiplom).
ან აპლიკანტმა, რომელსაც ინგლისურ ან გერმანულ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი და დანართი ან ცნობა (დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
გერმანული ენის ძირითად ენად არჩევის შემთხვევაში აპლიკანტს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნის მინიმუმ B1 დონეზე დადასტურება უნივერსიტეტში მისაღები ინგლისური ენის გამოცდის შედეგით ან შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატით: TOEFL (P/B მინიმუმ 437 ქულა; I/BT მინიმუმ 41 ქულა); IELTS (მინიმუმ 4 ქულა); FCE ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი - Certus.
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი/გერმანულენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი/გერმანულენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.
II ეტაპი:გამოცდა ინგლისურ/გერმანულენაში
დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული ვალიდური დოკუმენტები), ინგლისური ენის B2 და B1 დონის (B1 - გერმანული ენის ძირითად ენად არჩევის შემთხვევაში) და გერმანული ენის B2 დონის ცოდნის დასადასტურებლად წერილობითი გამოცდა ჩაუტარდებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 20 აგვისტოს, 18:00 საათზე.
- ინგლისური და გერმანული ენების გამოცდები ჩატარდება უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში.
- ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 50%. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;
- ინგლისური ენის B1 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 50%. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;
გერმანული ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 50%. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;
გერმანული და ინგლისური ენების გამოცდის შედეგები სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდით გამოქვეყნდება 2026 წლის 25 აგვისტოს, არაუგვიანეს 18:00 საათისა უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური და გერმანული ენების გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით:
დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური და გერმანული ენების გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 25 აგვისტოს 18:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინგლისური/გერმანული ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.
ინგლისური/გერმანული ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2026 წლის 31 აგვისტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
III ეტაპი: სადოქტორო კვლევითი განაცხადის განხილვა
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია.
სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ).
გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი პროექტი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.
სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2026 წლის 2 სექტემბერს, არაუგვიანეს 18:00 საათისა უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით:
დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 2 სექტემბრის 18:00 საათიდან 4 სექტემბრის 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge
სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2026 წლის 7 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
IV ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან
სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური/გერმანული ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, და მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, ჩააბარებენ ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე.
გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კონკურსს.
მნიშვნელოვანია! პროგრამებზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.
ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 8 სექტემბერს.
ინფორმაცია გამოცდის ზუსტი დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ არაუგვიანეს 2026 წლის 3 სექტემბრისა.
ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 9 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:
დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 9 სექტემბრის 18:00 საათიდან 11 სექტემბრის 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge
იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, ზეპირ გამოცდაზე წარდგნენ შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე. ზეპირი გამოცდა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 14 სექტემბერს. ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2026 წლის 11 სექტემბერს.
ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით და ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება 2026 წლის 15 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
ხელშეკრულების გაფორმება
პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2026 წლის 16 და 17 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის A303 ოთახში, მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზირი №32.
დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას თან უნდა იქონიონ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ორიგინალი და ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში, პასპორტის ან პირადობის მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- ორი 3×4-ზე ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე;
- აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული ხუთწლიანი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
- თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;
- უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
- ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატის ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის;
- თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად დოკუმენტებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობაა.
2026