მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე
ახალი ამბები
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მიღების ფარგლებში, კონკურსის შესაბამის ეტაპზე გადასული აპლიკანტებისთვის ზეპირი გამოცდა/გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 8 სექტემბერს, ქვემოთ მითითებული განრიგის შესაბამისად.
გასაუბრების ფარგლებში თითოეულმა აპლიკანტმა დარგობრივ კომისიას უნდა წარუდგინოს საკუთარი სადოქტორო კვლევითი პროექტის პრეზენტაცია PowerPoint (PPT/PPTX) ფორმატში.
თითოეული აპლიკანტისთვის განსაზღვრულია 25 წუთი, საიდანაც:
- 15 წუთი ეთმობა სადოქტორო კვლევითი პროექტის პრეზენტაციას;
- 10 წუთი ეთმობა დარგობრივი კომისიის წევრების შეკითხვებსა და აპლიკანტის პასუხებს.
პრეზენტაციაში აპლიკანტმა მკაფიოდ უნდა წარმოადგინოს სადოქტორო კვლევის ძირითადი საკითხები, მათ შორის საკვლევი თემა/პრობლემა, კვლევის აქტუალურობა, მიზანი, საკვლევი კითხვები ან/და ჰიპოთეზა, მეთოდოლოგიური მიდგომა და კვლევის მოსალოდნელი შედეგები.
კონკრეტული პროგრამის მიხედვით დღის წესრიგი აპლიკანტებს გაეგზავნეთ ინდივიდუალურად, ელ. ფოსტის საშუალებით-საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით.
აპლიკანტებმა უნდა იხელმძღვანელონ შესაბამისი სადოქტორო პროგრამისთვის ქვემოთ მითითებული დროითა და აუდიტორიით. თითოეული აპლიკანტის ინდივიდუალური გასაუბრების დრო მითითებული იქნება პროგრამის შესაბამის განრიგში.
| დრო | სადოქტორო პროგრამა | აუდიტორია |
| 10:00–13:20 | ფილოსოფია | A305 |
| 11:00–13:30 | ლიტერატურათმცოდნეობა | A202 |
| 11:00–11:50 | ისტორია | A101 |
| 11:00–11:50 | პოლიტიკის მეცნიერება | A103 |
| 11:00–11:25 | არქეოლოგია | A206 |
| 13:00–15:05 | სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია | A101 |
| 14:00–15:15 | ციფრული ჰუმანიტარია | A202 |
| 15:00–15:25 | სოციალური მუშაობა | A103 |
| 16:00–18:05 | ფსიქოლოგია | A202 |
2026