მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება 2015-2016 სასწავლო წლისათვის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინურ სადოქტორო პროგრამაზე

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2015-2016 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის შემდეგ მიმართულებებზე:

-    პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულება
-    ფილოსოფიის მიმართულება
-    კულტურის კვლევების მიმართულება
-    სოციოლოგიის მიმართულება
-    ისტორიის მიმართულება
-    არქეოლოგიის მიმართულება
-    განათლების მიმართულება

სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინური პროგრამა -   პროგრამის აღწერა იხილეთ აქ (პროგრამაზე მისაღები სტუდენტთა საერთო რაოდენობაა 15)

პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა  2015  წლის 2 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით (18:00 საათამდე) უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ მითითებული დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე phd@iliauni.edu.ge

შენიშვნა: დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა აღნიშნული საბუთები უნდა გამოაგზავნონ ერთ დოკუმენტად აკინძულ PDF-ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატის საბუთები არ განიხილება! გთხოვთ გაითვალისწინოთ, საბუთების პაკეტი უნდა გამოაგზავნოთ მხოლოდ ერთხელ!  მიღებას დაგიდასტურებთ ფაკულტეტი!

• სარეგისტრაციო ფორმა (სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ);
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ფლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
• პირადობის მოწმობის ასლი;
• ფოტოსურათი 3x4;
• ავტობიოგრაფია (CV) (არაუმეტეს 2 გვერდისა);
• კვლევითი განაცხადი;
• იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი არ გადის ინგლისური ენის გამოცდას, უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (FCE, TOEFL, IELTS). ასევე იმ პირებმა, რომლებსაც ინგლისურ ენაზე აქვთ გავლილი ბაკალავრიატის და /ან მაგისტრატურის სრული კურსი უნდა წარმოადგინონ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამატასტურებელი დიპლომი (დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ)

მნიშვნელოვანია: გაითვალისწინეთ, რომ  რეგისტრაციისათვის დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელი წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული, რომელიც კვლევითი განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ (პროფესორების ბაზა იხილეთ აქ).

მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში

გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 2015 წლის 21 მარტს . ზუსტი ინფორმაცია აუდიტორიისა და დროის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

იხილეთ საგამოცდო ტესტის ნიმუში და პასუხები

კანდიდატებს, რომლებმაც უნდა დაადასტურონ ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დონე, ჩაუტარდებათ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა/ტესტირება ინგლისურ ენაში. ტესტის მინიმალური ბარიერია 75 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

შენიშვნა: ინგლისური ენის ტესტისგან თავისუფლდებიან კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისური ენის სასურველ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ სერტიფიკატს (FCE, TOEFL, IELTS), რომელიც ადასტურებს კანდიდატის ენის მინიმალურ კომპეტენციას B2 დონეზე. გამოცდიდან თავისუფლდებიან ასევე ის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამატასტურებელ დიპლომს (დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).  

ინგლისური ენის წერილობითი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2015 წლის 21 მარტს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური ენის ტესტის შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის ტესტის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 23 მარტიდან  25 მარტის ჩათვლით  (10:00 დან- 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

გაითვალისწინეთ! ინგლისური ენის ტესტირებაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადის და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით,

ინგლისური ენის ტესტირების  შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით დაიდება 2015 წლის 27 მარტს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რუბრიკაში ,,მიღება“.  
 
მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევის განაცხადის განხილვა

სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების კანდიდატებმა რეგისტრაციისას წარმოსადგენ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინონ სადოქტორო კვლევის განაცხადი (სადოქტორო კვლევის განაცხადის ფორმა იხილეთ აქ), რომელიც განსახილველად და შესაფასებლად გადაეგზავნება შესაბამისი მიმართულების დარგობრივ კომისიას. კვლევითი განაცხადი შეფასდება 5 ქულიანი სარეიტინგო შკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით. (სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების ფორმა იხილეთ აქ). პროექტის შეფასების მინიმალური მისაღები ზღვარია 3 ქულა.

შენიშვნა: ის აპლიკანტები, რომელთა განაცხადი შეფასდება 3-ზე დაბალი ქულით, გამოეთიშებიან კონკურსს.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2015 წლის  6 მაისს  უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რუბრიკაში ,,მიღება“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევის განაცხადის  შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2015 წლის 7, 8, 11 მაისი (10:00 დან-18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)

სადოქტორო კვლევის განაცხადის  შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით დაიდება 2015 წლის 15 მაისს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
 

მეოთხე ეტაპი: გასაუბრება

გასაუბრება - სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე იმ დოქტორანტობის კანდიდატებს, ვინც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად (წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტი ან წარმატებით გაიარა შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში) და  მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით,  ჩაუტარდებათ გასაუბრება დარგობრივი კომისიის წინაშე.

გასაუბრება შეფასდება 5 ქულიანი სარეიტინგო შკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით.

გასაუბრების შეფასების ფორმა იხილეთ აქ

მნიშვნელოვანია! პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადის და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

გასაუბრება დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 2015 წლის  18 მაისიდან   21 მაისის ჩათვლით. აუდიტორიისა და დროის შესახებ ზუსტი ინფორმაცია  დაიდება მოგვიანებით, უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება  2015 წლის 22 მაისს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა გასაუბრების შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი გასაუბრების შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2015 წლის  25, 27, 28 მაისს  (10:00 დან-18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

იმ კანდიდატებმა, რომლებმაც წარმოადგინეს საპრეტენზიო განაცხადი გასაუბრების შედეგებთან დაკავშირებით, აქვთ შესაძლებლობა გაიარონ გასაუბრება სააპელაციო კომისიის წინაშე. გასაუბრება ჩატარდება  2015 წლის 1-2 ივნისს (აუდიტორია მიეთითება მოგვიანებით).

გასაუბრების საბოლოო შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით დაიდება 2015 წლის 3 ივნისს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინურ სადოქტორო  პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა სია აპელაციის შედეგების გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2015 წლის   3 ივნისს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება მოხდება 2015 წლის 4-5  ივნისს  (A 303 ოთახში ი. ჭავჭავაძის 32).

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი);
ბ) 2 ფოტოსურათი 3X4 ზე;
ბ) აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (ორიგინალი) ან აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ (თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის - ორიგინალი):
დ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი - ორიგინალი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასევე იმ პირებმა, რომლებსაც ინგლისურ ენაზე აქვთ გავლილი ბაკალავრიატის და /ან მაგისტრატურის სრული კურსი უნდა წარმოადგინონ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამატასტურებელ დიპლომი (დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ). უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის ორიგინალები;
ე) იმ შემთხვევაში თუ სწავლის გაგრძელების მსურველს მაგისტრატურის საფეხური დამთავრებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან (ორიგინალი) ერთად უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი (ორიგინალი) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ნინო კახაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ტელ.:2 29 47 14 graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები