მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტურ კონფერენციათა სერია

ღონისძიებები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი იწვევს საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს 2019-20 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის კონფერენციათა სერიაში მონაწილეობისთვის შემდეგი მიმართულებებით:

  • თავისუფალი მეცნიერებები  

  • არქეოლოგია, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, კინომცოდნეობა 

  • საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ევროპისმცოდნეობა 

  • ფილოსოფია 

  • ფილოლოგია, ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, კულტურის კვლევები 

  • ფსიქოლოგია 

  • სოციოლოგია 

კონფერენციათა სერია გაიმართება 2020 წლის 20-27 იანვარს, A101 აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32).

კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სერტიფიკატით, ხოლო გამარჯვებულებს გადაეცემათ ლიგამუსის ვაუჩერები.

კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული. 

ქვემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებზე დასაშვებია როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური თემების წარდგენაც. ჯგუფის წევრთა მაქსიმალური რაოდენობაა 2 სტუდენტი. 

  • საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ევროპისმცოდნეობა

  • სოციოლოგია

რაც შეეხება ქვემოთ მოცემულ მიმართულებებს, დასაშვებია მხოლოდ ინდივიდუალური ნაშრომის წარდგენა:

  • ფსიქოლოგია

  • ფილოსოფია

  • ფილოლოგია, ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, კულტურის კვლევები

  • არქეოლოგია, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, კინომცოდნეობა

  • თავისუფალი მეცნიერებები

თემის ტექნიკური მახასიათებლები: 

  • როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური საკონფერენციო თემის წარდგენის შემთხვევაში მისი მოცულობა განისაზღვრება 3-6 გვერდით (თავფურცლის გამოკლებით). 

  • შრიფტიSylfaen, ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1.5

თემის სტრუქტურის ნიმუში:

  1. თავფურცელი

  2. საკვლევი პრობლემა

  • ლიტერატურის მიმოხილვა;

  • საკვლევი კითხვა/კითხვები;

  • ჰიპოთეზა/ჰიპოთეზები (არსებობის შემთხვევაში);

  1. კვლევის მეთოდოლოგია;

  2. კვლევის ძირითადი მიგნებები;

  3. დასკვნა;

  4. გამოყენებული ლიტერატურა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: აუცილებელია, საკონფერენციო თემას ჰყავდეს ხელმძღვანელი. საკონფერენციო თემის ხელმძღვანელი უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორი ან მოწვეული ლექტორი. 

ყურადღება: ყველა საკონფერენციო თემა შემოწმდება პლაგიატზე პროგრამა turnitin-ის საშუალებით. 

თემის ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი განაცხადი და საკონფერენციო თემა ერთ PDF ფაილად გაერთიანებული უნდა აიტვირთოს ილიაუნის ელექტრონული სწავლების პორტალზე moodle.iliauni.edu.ge 

თემის პორტალზე ატვირთვის ინსტრუქცია იხილეთ აქ.

აქვე გაცნობებთ, რომ 2018-19 სასწავლო წლიდან ამოქმედებული სტიპენდიის გაცემის ახალი წესის თანახმად, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში შეფასდება 4 ქულით.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ შესაბამის საკონტაქტო პირს.

განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 8 იანვარი, 23:59 საათი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები