ახალი ამბები
21 იანვარი, 2026
21 იანვარი, 2026
ღონისძიებები
20 იანვარი, 2026
ილიაუნის ასისტენტ-მკვლევარმა ტატიანა სიჭინავამ მაქს ვებერის ფონდის კვლევითი სტიპენდია მოიპოვა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარმა, საზოგადოებრივი გეოგრაფიის აკადემიურმა დოქტორმა ტატიანა სიჭინავამ მაქს ვებერის ფონდის კონკურსში „კვლევითი სტიპენდიები პოსტდოქტორანტებისთვის“ გაიმარჯვა.
პროექტის თემაა „ცხოვრება საზღვრების ცვლილებების შემდეგ: მიგრანტი ქალები კავკასიიდან და უკრაინიდან გერმანიაში და მათი ტრანსნაციონალური ისტორიები 1990 წლებიდან“.
პროექტის მიზანია მიგრაციის ისტორიული და თანამედროვე გენდერული ასპექტების კვლევა, რომელიც განხორციელდა გერმანიის ქალაქებში – ბერლინსა და მაგდებურგში. პროექტს უმასპინძლა მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს სახელობის უნივერსიტეტმა და ამ უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა იოხენ ტოპფერმა.
2025