


„სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“ – შეხვედრა შშმ პირთა დამსაქმებელ ორგანიზაციებთან
ღონისძიებები
12 ივლისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E115 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა შშმ პირების დამსაქმებელ ორგანიზაციებთან პროექტის #CIF -2023-04: „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“ ფარგლებში.
შეხვედრაზე მოწვეულია სოციალური საწარმოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ბიზნესის სექტორის 40-მდე წარმომადგენელი.
დამსწრე საზოგადოება გაეცნობა შშმ პირების დასაქმების ინოვაციურ მოდელს, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმების ხელშემწყობი მულტიდისციპლინური/მულტიპროფესიული სასწავლო პრაქტიკული ლაბორატორიის (ჰაბის) განვითარება ფსიქოლოგიისა და სოციალური მუშაობის სტუდენტებისთვის, როგორც პრაქტიკის ადგილი შშმ პირებისთვის სხვადასხვა სამუშაოს გასაანალიზებლად, ასევე განისაზღვრება შშმ/სსმ პირების კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები, შესაძლებელი გახდება მათი სოციალური ინტეგრაცია და მხარდამჭერ თემში მონაწილეობის ხელშეწყობა.
შეხვედრაზე მოხსენებებს წაიკითხავენ პროექტის ხელმძღვანელი და მასწავლებლები, სტუდენტები ისაუბრებენ საკუთარი გამოცდილების შესახებ. დასასრულს გაიმართება დისკუსია დასაქმების პროცესში შშმ პირთა გამოწვევებისა და მათი მხარდაჭერის მოდელების შესახებ.
შეხვედრის ერთ-ერთი შედეგი იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით ქსელის „მოდი-ლაბორატორიები“ შექმნა შშმ პირების დასაქმების უფლებათა ადვოკატირებისთვის.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 12 ივლისი, 11:00-დან 15:00 საათამდე
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E115a აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2024