მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდა მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე

ახალი ამბები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს შიდა მობილობას სწავლების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე.

შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტმა მიმდინარე წლის 21 ივლისის 23:59 საათის ჩათვლით უნდა დაწეროს განცხადება არგუსის შესაბამისი ბლანკით – ,,ფაკულტეტის ცვლილება’’ ან ,,პროგრამის ცვლილება’’.

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე შიდა მობილობა ცხადდება დანართში 1 მითითებულ პროგრამებზე/მიმართულებებზე.

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სხვა ფაკულტეტიდან/სკოლიდან საბაკალავრო საფეხურზე გადამსვლელი სტუდენტებისთვის განსაზღვრულია 25 ვაკანტური ადგილი.

ამ რაოდენობაში არ შედის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფარგლებში ამავე ფაკულტეტის სტუდენტთათვის განსაზღვრული ადგილები და ასევე საბაკალავრო პროგრამებზე – „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)”, „გამოყენებითი ხელოვნება - მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და ,,მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)” – მობილობისთვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილები;

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სხვა ფაკულტეტიდან/სკოლიდან საბაკალავრო საფეხურზე გადასვლის მსურველი პირების რეიტინგი დგება ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების საფუძველზე;

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სხვა ფაკულტეტი/სკოლიდან საბაკალავრო პროგრამებზე „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)” და „გამოყენებითი ხელოვნება – მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ გადმომსვლელ საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობაა 10, ხოლო საბაკალავრო პროგრამაზე ,,მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“გადმომსვლელ საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 5;

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხული სტუდენტები მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე შიდა მობილობაში მონაწილეობას შეძლებენ დანართში 2 განსაზღვრული პირობების შესაბამისად (საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტმა უნდა შეძლოს დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა);

ის სტუდენტები, რომლებიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე ჩაირიცხნენ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, შიდა მობილობაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსგარეშე და არ იქნებიან გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რაოდენობაში;

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობა ცხადდება მხოლოდ ამავე ფაკულტეტის სტუდენტთათვის;

სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობისას დაცული უნდა იქნას ის წინაპირობები, რომლებიც დადგენილია სამაგისტრო პროგრამებზე მიღებისთვის;

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები შიდა მობილობაში მონაწილეობას შეძლებენ სასურველ სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში (დანართი 2);


შენიშვნა:  საბაკალავრო პროგრამებზე„გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)” და „გამოყენებითი ხელოვნება – მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“

შიდა მობილობით გადმოსვლის მსურველმა სტუდენტებმა შიდა მობილობის განცხადებას თან უნდა დაურთან პორტფოლიო

პორტფოლიოში მოთხოვნილი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულებს:

განცხადებები, რომლებიც პორტფოლიოების გარეშე იქნება გამოგზავნილი, არ განიხილება!

2024

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები