მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტურ კონფერენციათა სერია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში

ღონისძიებები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი იწვევს საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კონფერენციათა სერიაში მონაწილეობისთვის. კონფერენციების ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები: 

  • ქართული და უცხოური ენების ფილოლოგია;
  • არქეოლოგია, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, კინომცოდნეობა;
  • ფილოსოფია;
  • თავისუფალი მეცნიერებები;
  • პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ფსიქოლოგია;
  • სოციოლოგია.

კონფერენციათა სერია გაიმართება 2024 წლის 3-14 ივნისს.

ზუსტი განრიგი და ჩატარების ადგილი დაზუსტდება მოგვიანებით.

კონფერენციის სამუშაო ენა ქართულია.

შერჩევის ეტაპები:

ეტაპი 1

კონფერენციაში მონაწილეობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი და ატვირთონ მოხსენების ვრცელი რეზიუმე  (დაახლ. 500 სიტყვა). რეზიუმეში ჩამოყალიბებული უნდა იყოს ნაშრომის მიზანი, საკვლევი  პრობლემა და მოსალოდნელი შედეგები/დასკვნები. მას უნდა ახლდეს საკვანძო სიტყვები და ნაშრომში გამოყენებული ძირითადი წყაროების ჩამონათვალი.

მოხსენების თემის შერჩევისას და ნაშრომზე მუშაობისას კონსულტაციის მისაღებად სტუდენტებმა უნდა მიმართონ შესაბამისი მიმართულების ლექტორს. 

განაცხადის და ვრცელი რეზიუმეს ატვირთვის ბოლო ვადაა: 10 მაისი, 2024, 23:59 სთ.;

ვრცელი რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს pdf ფორმატში შემდეგი წესის დაცვით:

  • სათაურის შრიფტი – Sylfaen; ზომა –  14,  გამუქებული;
  • ტექსტის შრიფტი – Sylfaen; ზომა – 12;
  • ველები: მარჯვენა ველი - 2 სმ, მარცხენა ველი - 2.5 სმ, ზედა ველი - 2 სმ, ქვედა ველი 2 სმ;
  • ტექსტის კიდეები გასწორებულია ორივე მხარეს;
  • სტრიქონებს შორის დაშორება - 1.5;
  • სათაურსა და ტექსტს შორის დაშორება - 2 სტრიქონი.

ეტაპი 2

წარმოდგენილი რეზიუმეები შეფასდება შესაბამისი სექციების კომისიების მიერ. შერჩევის შედეგები მეორე ეტაპზე გადასულ სტუდენტებს ეცნობებათ ელფოსტის საშუალებით არაუგვიანეს 2024  წლის 25 მაისისა.

სტუდენტებმა კონფერენციაზე მოხსენებები უნდა წარმოადგინონ PowerPoint-ის ფორმატში. პრეზენტაციის მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილი.

მოხსენების ხანგრძლივობა: 10 წუთი; დისკუსია: 5 წუთი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: პლაგიატის შემცველი ნაშრომები არ შეფასდება.

კონფერენციაზე მოხსენების წარმდგენ ყველა სტუდენტს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ელფოსტით შემდეგ მისამართზე: artsci_coordinators@iliauni.edu.ge

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (Subject Line) ჩაწეროთ − სტუდენტური კონფერენცია 2024.

განაცხადის შევსებას და მოხსენების ვრცელი რეზიუმეს ატვირთვას შეძლებთ აქ

რეგისტრაციისას და რეზიუმეს ატვირთვისას, ასევე კითხვების შემთხვევაში მომართვისას, გთხოვთ, გამოიყენოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელფოსტის მისამართი.

გისურვებთ წარმატებას!

2024

 

 

ბანერები