


მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ინგლისური ენის ცენტრში მასწავლებლის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, `საჯარო სამართლის იურიდიული პირის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 აგვისტოს #664 ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან ცაგარელისა და მეცნიერებატა და ხელოვნების ფაკულტეტის ინგლისური ენის ცენტრის დირექტორის, მარინა ტყებუჩავას 2010 წლის 18 მარტის №02-2748/10 წარდგინების საფუძველზე
ვბრძანებ
1.გამოცხადდეს ღია კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ინგლისური ენის ცენტრში ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობაზე 2010 წლის 1 აპრილიდან.
2. კონკურსში მონაწილეობის აუცილებელ პირობად განისაზღვროს უმაღლესი განათლება ინგლისური ენის სპეციალობით;
3.საკონკურსო განცხადებების მიღება იწარმოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. 3/5) ან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@iliauni.edu.ge 2010 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 15 ივლისის ჩათვლით ;
4.კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთბი:
ა)განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
ბ)კონკურსანტის მიერ შევსებული ანკეტა;
გ)ანკეტაში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დიპლომები, სერთიფიკატები და ა.შ) ქსეროასლები;
დ)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი;
ე)ორი ფოტოსურათი (3/4);
5. მიღებული განცხადებების განხილვა განხორციელდეს 2010 წლის 15 ივლისიდან 2010 წლის 30 ივლისის ჩათვლით;
6. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2010 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა)ენობრივი კომპეტენცია (ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B 2 დონეზე);
ბ)პროფესიული შესატყვისობა, ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების ფლობა;
• პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება განისაზღვროს როგორც დამატებითი კრიტერიუმი და პრეტენდენტების თანაბარი კომპეტენციების შემთხვევაში მას მიენიჭოს უპირატესობა;
გ)პრეზენტაბელურობა;
7.კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არაუგვიანეს 2010 წლის 20 სექტემბრისა;
8.კანცელარიას დაევალოს ბრძანების ასლების გადაცემა შემდეგი სტრუქტურებისთვის: ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ენების ცენტრი, საზოგადოებასთა ურთიერთობის სამსახური.
რექტორი გიგი თევზაძე