მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ლუვენის ევანგელური ინსტიტუტის პროფესორ იელე კრემერსის საჯარო ლექცია „რელიგიის აღმავლობა თუ რელიგიის გადარჩენა სეკულარულ სახელმწიფოში?“

ღონისძიებები

1-ელ ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის F303 აუდიტორიაში რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ლუვენის ევანგელური ინსტიტუტის პროფესორი იელე კრემერსი წაიკითხავს საჯარო ლექციას „რელიგიის აღმავლობა თუ რელიგიის გადარჩენა სეკულარულ სახელმწიფოში?“.

მომხსენებელი ისაუბრებს ბელგიაში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ფორმასა და აქტუალურ პრობლემატიკაზე, ქვეყანაში რელიგიურ მრავალფეროვნებასა და ევანგელურ რელიგიურობაზე.

მომხსენებლის შესახებ

იელე კრემერსი,თეოლოგიისა და რელიგიის კვლევების დოქტორი, ლუვენის ევანგელური ინსტიტუტის (ETF) რელიგიის კვლევებისა და მისიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მისი კვლევისა და სწავლების ინტერესებია რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური მრავალფეროვნების საკითხები, ასევე პროტესტანტული მოძრაობის აღმავლობა ბელგიასა და მსოფლიო კონტექსტში.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 1-ელი ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2023

 

ბანერები