მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

Live-საინფორმაციო შეხვედრა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების შესახებ

ღონისძიებები

განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში 27 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აბიტურიენტებისათვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის პროგრამების შესახებ.

შეხვედრაზე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები საბაკალავრო საფეხურზე სწავლის მსურველებს გააცნობენ ინფორმაციას ფაკულტეტისა და პროგრამების სტრუქტურის შესახებ, დასაქმებისა და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებს.

პროგრამას წარადგენენ:

  • გიორგი გვალია, პროფესორი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი;
  • მაკა ლაშხია, ასოც. პროფესორი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
  • ელენე კიკალიშვილი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი;
  • ქეთევან დარსანია, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი;
  • ნათია ბურჯანაძე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი;
  • სალომე გავაშელიშვილი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი;
  • თამარ გეთიაშვილი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი;
  • ზვიად ზალიკიანი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი;
  • გიორგი ოდოშაშვილი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი.

დრო: 27 მაისი, 15:00 საათი 

ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3p45uLv

2021 წელი

ბანერები