მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

Live-საინფორმაციო შეხვედრა: ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა

ღონისძიებები

6 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ფეისბუქლაივის საშუალებით გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის შესახებ.

პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარლზის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში ვთანამშრომლობთ ჰამბურგის უნივერსიტეტსა და სხვა დასავლურ უნივერსიტეტებთან.

პროგრამის შესახებ

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სწავლობენ კვლევას, ნარკოვითარების მონიტორინგს სხვადასხვა ადიქციის / დამოკიდებულების პრევენციას, ნარკოპოლიტიკას, ბიოსტატისტიკას, წამალდამოკიდებულთა კონსულტირების სხვადასხვა მიდგომასა და მეთოდს, დამოკიდებულების შემთხვევათა მულტიდისციპლინურ მართვას და ა.შ.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გადიან პრაქტიკას სხვადასხვა ადიქტოლოგიურ სერვისში და ამ მიმართულებით მუშაობენ მათთვის საინტერესო სამაგისტრო თემებზე.

პროგრამის კურსდამთავრებულებს აქვთ ქვეყნის ნარკოვითარების გაუმჯობესების შესაძლებლობა.

Live-საინფორმაციო შეხვედრაზე მომავალ პროფესიაზე, პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე, დაფინანსების მოპოვების, დასაქმებისა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე გესაუბრებიან:

  • ირმა კირთაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;
  • დავით ოთიაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • ჯანა ჯავახიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, ადიქციის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი.

გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და ლაივის მონაწილეებისგან მიიღოთ ამომწურავი პასუხები. გელოდებით ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით, 6 მაისს, 16:00 საათზე, შექმნილი ვითარების გამო ფეისბუქლაივში.

დრო: 6 მაისი, 16:00 საათი

ადგილი: ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდი

ბანერები