მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის სემინარი ქართველურ ენათა დოკუმენტირება და მონაცემთა ანოტირება FLEX-სა და ELAN-ში

ღონისძიებები

9  თებერვალს, 11:00-დან 19:00 საათამდე,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაშო  გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის სემინარი „ქართველურ ენათა დოკუმენტირება და მონაცემთა ანოტირება FLEX-სა და ELAN-ში“. სემინარზე განხილული იქნება ენათა დოკუმენტირების სტანდარტები და მათი პროგრამული უზრუნველყოფის საკითხები; მორფოლოგიური ანოტირების წესები და პრინციპები ქართველური ენებისათვის.

სემინარი განკუთვნილია სხვადასხვა მიმართულებისა და საფეხურის (BA, MA, PhD) სტუდენტებისათვის, რომელთაც აინტერესებთ  FLEX-ისა და ELAN-ის პროგრამებში ენათა ლინგვისტური მონაცემების დამუშავების სპეციფიკისა და ტექსტების შიდახაზოვანი ანოტირების ძირითადი პრინციპების გაცნობა.

სემინარის პირველი ნაწილი - 11:00 – 15:00

  • რუსუდან გერსამია, ირინა ლობჟანიძე - მეგრული ენის ტექსტების ანალიზი FLEX-ში
  • ნინო წულაია, თამარ სხულუხია - მორფოლოგიური ანოტირება FLEX-ში

 

სემინარის მეორე ნაწილი - 16:00 – 19:00

  • ირინა ლობჟანიძე - ლინგვისტური მონაცემების დამუშავება ELAN-ში

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/aUkBbmGQCPJn5vkRA 

მონაწილეთათვის აუცილებელი მოთხოვნები: 1. ლეპტოპები; 2. FLEX და ELAN-ის პროგრამების დაყენება

ღონისძიება გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის საგრანტო პროექტის ფარგლებში (FR-21-993)  სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

2024

ბანერები