მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ლექსიკონის დღე და ტერმინოლოგიური კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

ღონისძიებები

15 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში ილიაუნის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ლექსიკონის დღე.

ამ დღესთან დაკავშირებით ცენტრმა მოამზადა ბროშურა, რომელშიც შესულია საავტომობილო დარგის 100 ბარბარიზმი. ბროშურა დაიბეჭდა კომპანია Dressup ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერით.

საბჭოთა პერიოდში ქართულ ენაში ტექნიკური დარგის ტერმინოლოგია რუსული ენიდან შემოდიოდა, რაც ქართულში რუსული ბარბარიზმების მომრავლებას უწყობდა ხელს. იყო საქმიანობის სფეროები, მათ შორის ტექნიკური დარგი, რომელშიც ძირითადად ინტერნაციონალური, მრავალენოვანი კოლექტივები მუშაობდნენ და მათი წევრების ურთიერთობის ძირითადი ენა იყო რუსული. ეს განსაკუთრებით ეხება საავტომობილო, ავტოტექნიკურ ტერმინებს ეხება, რომელთაგან ბარბარიზმების განდევნა განსაკუთრებით ჭირს.

ამ კვირაში იწყება ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტთა აქცია. ისინი დაარიგებენ საავტომობილო დარგის ბარბარიზმების ბროშურებს და ჩაიწერენ ინტერვიუებს ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან: სტუდენტებთან, მოსწავლეებთან, ავტომექანიკოსებთან, ავტოსალონების თანამშრომლებთან, ტაქსის მძღოლებთან, ქუჩაში გამვლელებთან.

15 დეკემბერს, ლექსიკონის დღეს, შეჯამდება აქციის შედეგები, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საავტომობილო სფეროს ბარბარიზმების შესახებ და, მეორე მხრივ, ხელის შეწყობა ამ სფეროს რუსული ბარბარიზმებისგან გაწმენდის პროცესისთვის.

ლექსიკონის დღეს დააჯილდოებენ ტერმინოლოგიური კონკურსის მეორე ეტაპის გამარჯვებულებისაც. ტრადიციული სპონსორი, კომპანია Dressup ჯგუფი, გამარჯვებულებს ფასიან ვაუჩერებს გადასცემს.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 15 დეკემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორია,  ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

2023

ბანერები