ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – შეხვედრა თამთა მელაშვილთან
ღონისძიებები
3 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეორე შეხვედრა გაიმართება თამთა მელაშვილთან.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტები – მაია ლომიძე, ნინი მიქელაძე, გვანცა თულაშვილი, ამავე მიმართულების მაგისტრი მეკო მეტრეველი. თამთა მელაშვილის ტექსტებთან ერთად განხილული იქნება ქეთი ნიჟარაძის შემოქმედება.
პროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა. სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა.
მოწვეული ავტორები საკუთარი ნაწარმოებების შექმნისა და თემატიკის შესახებ ისაუბრებენ, მომხსენებლები კი შერჩეული ავტორების ლიტერატურულ ტექსტებზე მეცნიერულ დაკვირვებებს წარმოადგენენ და მათ თეორიული მიდგომების საფუძველზე გააანალიზებენ.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 3 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2026