კვლევითი განაცხადის შეფასებები - მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის
ახალი ამბები
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები სადოქტორო კვლევითი განაცხადის საბოლოო შეფასებები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან
სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური/გერმანული ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, გადალახეს წერითი გამოცდა ფსიქოლოგიის მიმართულებით (იმ აპლიკანტებისათვის, რომლებსაც აქვთ აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში) და მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, ჩააბარებენ ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე.
გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კონკურსს.
მნიშვნელოვანია! პროგრამებზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.
ზეპირი გამოცდები დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 8 სექტემბერს.
აპლიკანტებს პირად ელ. ფოსტაზე აგზავნილი აქვთ გასაუბრების განრიგი, საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით.
ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 9 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით
გიორგი ოდოშაშვილს,
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მენეჯერს
ელფოსტა: giorgi.odoshashvili@iliauni.edu.ge
2026