მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„კვლევისა და პრაქტიკის დაკავშირება სოციალურ მეცნიერებებში“ – დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ღონისძიებები

6-7 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტისა და ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ფსიქოლოგიისინსტიტუტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „კვლევისა და პრაქტიკის დაკავშირება სოციალურ მეცნიერებებში“.

არსებობის 80 წლის მანძილზე ინსტიტუტმა განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოში სამეცნიერო ფსიქოლოგიის დამკვიდრებაში, რაც კვლევისა და პრაქტიკის შესაბამისი სტანდარტებით განხორციელებას გულისხმობს. ინსტიტუტი განაგრძობს ამ მიმართულებით ნაყოფიერ მუშაობას, ამავე დროს მიზნად ისახავს დიმიტრი უზნაძის მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და შემდგომ განვითარებას.

კონფერენციის მიზანია, დიმიტრი უზნაძის მიერ დამკვიდრებული კვლევის ტრადიციების გათვალისწინებით წარმოაჩინოს კვლევის როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი ღირებულება, ასევე ერთ ინსტიტუტში გააერთიანოს სოციალური მეცნიერების მკვლევრები, პრაქტიკოსები, პოლიტიკის განმსაზღვრელები და სერვისის მიმწოდებლები გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის, გამოწვევებისა და კვლევის საჭიროებათა იდენტიფიკაციის, აღმოჩენებისა და ამ აღმოჩენების პრაქტიკასთან დაკავშირების შესაძლებლობათა გასაზიარებლად.

კონფერენციის დღის წესრიგი.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო:  6-7 ოქტომბერი,10:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1

ბანერები