


„კვლევისა და პრაქტიკის დაკავშირება სოციალურ მეცნიერებებში“ – დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
ღონისძიებები
6-7 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტისა და ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „კვლევისა და პრაქტიკის დაკავშირება სოციალურ მეცნიერებებში“.
არსებობის 80 წლის მანძილზე ინსტიტუტმა განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოში სამეცნიერო ფსიქოლოგიის დამკვიდრებაში, რაც კვლევისა და პრაქტიკის შესაბამისი სტანდარტებით განხორციელებას გულისხმობს. ინსტიტუტი აგრძელებს ამ მიმართულებით ნაყოფიერ მუშაობას, ამავე დროს მიზნად ისახავს დიმიტრი უზნაძის მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და შემდგომ განვითარებას.
კონფერენციის მიზანია, ერთი მხრივ, დიმიტრი უზნაძის მიერ დამკვიდრებული კვლევის ტრადიციების გათვალისწინებით წარმოაჩინოს კვლევის როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი ღირებულება და, მეორე მხრივ, ერთ სივრცეში გააერთიანოს სოციალური მეცნიერების მკვლევრები, პრაქტიკოსები, პოლიტიკის განმსაზღვრელები და სერვისის მიმწოდებლები გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების, გამოწვევებისა და კვლევის საჭიროებათა იდენტიფიკაციის, აღმოჩენებისა და ამ აღმოჩენების პრაქტიკასთან დაკავშირების შესაძლებლობათა გასაზიარებლად.
კონფერენციის ძირითადი თემებია:
1. დ. უზნაძის მემკვიდრეობა და ფსიქოლოგიის ინსტიტუტის იუბილე;
2. კვლევა, როგორც პრაქტიკული გამოწვევების გადაჭრის გზა
- მტკიცებულებაზე-დაფუძნებული პრაქტიკა - კავშირი კვლევასა და პრაქტიკას შორის;
- სუპერვიზიის როლი პროფესიულ განვითარებასა და პრაქტიკაში,
- ინტერდისციპლინური კვლევები და მათი პრაქტიკული ღირებულება.
3. ემპირიული კვლევები კლინიკურ, სოციალურ, შრომის, პიროვნების, განათლების, განვითარების ფსიქოლოგიაში
4. ემპირიული კვლევები სოციალურ მეცნიერებებში
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფსიქოლოგებს და სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს.
მოხსენების გაკეთების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ თეორიული და/ან ემპირიული კვლევა ზეპირი მოხსენებისათვის (15 წთ.). სამაგისტრო ან საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ კონფერენციაში მონაწილეობა სასტენდო მოხსენების სახით.
მსურველებმა აბსტრაქტები უნდა გამოგზავნონ 2023 წლის 5 სექტემბრამდე :შემდეგ მისამართზე: psychology.institute@iliauni.edu.ge.
კვლევის აბსტრაქტი (თემა 3 და 4) უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კვლევის სათაური
- ავტორის/ავტორების სახელი და გვარი, აკადემიური ხარისხი, სპეციალობა, ორგანიზაცია, ელ. ფოსტის მისამართი
- ემპირიული კვლევის მოკლე აღწერა (მაქს. 200 სიტყვა):
- გზავნილები
- მათი ილუსტრაცია
- შეჯამება: მთავარი გზავნილები
აბსტრაქტი 1 და 2 თემებისათვის უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- სათაური
- ავტორის/ავტორების სახელი და გვარი, აკადემიური ხარისხი, სპეციალობა, ორგანიზაცია, ელ. ფოსტის მისამართი
- მოხსენების/თემის მოკლე აღწერა (მაქს. 200 სიტყვა):
- საკითხის დასმა
- მეთოდი
- შედეგები და მათი ინტერპრეტაცია
აბსტრაქტის შერჩევის შედეგები გამოქვეყნდება 2023 წლის 10 სექტემბერს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე: psychology.institute@iliauni.edu.ge
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
დრო: 6-7 ოქტომბერი,10:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
2023