მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კურსის „სამართლიანი საზოგადოება: კანონის უზენაესობა და კეთილდღეობაზე ხელმისაწვდომობა" მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

ახალი ამბები

5 სექტემბერს წიგნის სახლში „ლიგამუსი" სასერტიფიკატო კურსის, „სამართლიანი საზოგადოება: კანონის უზენაესობა და კეთილდღეობაზე ხელმისაწვდომობა" მონაწილეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის ერთობლივი ინგლისურენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.

კურსი განკუთვნილი იყო ილიაუნისა და საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკის მეცნიერების, სოციალური მუშაობის, საჯარო ადმინისტრირების (ან სხვა მონათესავე დარგის) სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის.

მის მონაწილეებს საშუალება მიეცათ, გაეღრმავებინათ ცოდნა კანონის უზენაესობისა და კეთილდღეობის სახელმწიფოების წარმოშობის, განვითარებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, შეესწავლათ ის სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური პირობები, რომლებიც აყალიბებენ უფლებებს და განაპირობებენ კეთილდღეობაზე თანაბარ /არათანაბარ ხელმისაწვდომობას.

კურსი სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის პროექტმა „Just Society”-მა დააფინანსა.

2023 წელი

ბანერები