


„კულტურის ცვლილების როლი ქართველ ემიგრანტებში“ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია
ღონისძიებები
4 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი/ასოცირებული მკვლევარი ია შეყრილაძე წარმოადგენს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის „კულტურის ცვლილების როლი ქართველ ემიგრანტებში“ შედეგებს.
კვლევა მიზნად ისახავდა ევროპის ქვეყნებში – საბერძნეთში, იტალიასა და გერმანიაში –მცხოვრებ ზრდასრულ ქართველთა შესწავლას იმის დასადგენად, რა კავშირი არსებობს მათ დემოგრაფიულ, პიროვნულ მახასიათებლებს, ახალ კულტურასთან ადაპტაციის თავისებურებებს, კულტურულ ორიენტაციებსა და ფსიქიკური კეთილდღეობის მაჩვენებლებს შორის; კვლევის მიზანი იყო ასევე ქვეყნებს შორის ვარიაციების დადგენა და გააზრება მიღებულ მონაცემთა საფუძველზე.
გთხოვთ, შეხვედრაში მონაწილეობა დაგვიდასტუროთ შემდეგ მისამართზე:
psychology.institute@iliauni.edu.ge
დრო: 4 დეკემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, S800 ოთახი, გ. წერეთლის ქ. N1
სამუშაო ენა: ქართული
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი