


კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდია
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აწესებს დიდი ქართველი მეცნიერის კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდიას მაღალი აკადემიური მოსწრების ჰუმანიტარული მიმართულების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.
სტიპენდია კონკურსის წესით გაიცემა 1 მაგისტრანტზე ან დოქტორანტზე, თვეში ერთხელ 1 სემესტრის განმავლობაში. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს თვეში 100 (ასი) ლარს.
სტიპენდიის მიღების მსურველებმა 2010 წლის 15 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით (ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა) 18 საათამდე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინონ:
1. განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე (ფორმა მიეწოდება კონკურსანტს ადგილზე);
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. კალენდარული ავტობიოგრაფია (CV);
4. აკადემიური მოსწრების ამსახველი დოკუმენტი, დამოწმებული დეკანატის მიერ (მოეთხოვებათ მხოლოდ მაგისტრანტებს);
5. ორი პედაგოგის (ერთი სასურველია – სამეცნიერო ხელმძღვანელის) რეკომენდაცია, მათი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
6. სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი;
7. სამეცნიერო კონფერენციებში და პროექტებში მონაწილეობის ჩამონათვალი;
8. ინფორმაცია საკვლევი თემატიკის შესახებ:
• საკვალიფიკაციო თემის რეზიუმე (1 ან 1,5 გვერდის ოდენობით);
• ერთ-ერთი სტატია/ნაშრომი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
9. ესსე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შესახებ (არაუმეტეს 2 ნაბეჭდი გვერდისა).
გამოფენისა და განათლების დეპარტამენტი
საკონტაქტო პირები: ნესტან ბაგაური
ტელ.: 893 25 12 34
E-mail: nestan.bagauri@manuscript.ac.ge
შორენა მურუსიძე
ტელ.: 893 90 13 48
E-mail: sh.murusidze@manuscript.ac.ge