მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სტიპენდია რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტისთვის

ახალი ამბები

კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი აწესებს სტიპენდიას რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის წარმატებული სტუდენტისთვის

2020-2021 სასწავლო წლისთვის სტიპენდია წესდება სამაგისტრო საფეხურზე სწავლის პერიოდში კვლევის მოსამზადებლად თემაზე: „რელიგია საბჭოთა პერიოდის საქართველოში“.

ინიციატივის მიზანია რელიგიის კვლევებში ახალი ცოდნის შექმნა, რელიგიის საკითხებზე სამეცნიერო კვლევებისა და ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერა.

ყოველთვიური სტიპენდიის რაოდენობა: 1000 ლარი

სტიპენდიატის მიღების წინაპირობაა შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაში მაღალი მაჩვენებელი და საუკეთესო კვლევითი პროექტის წარდგენა.

სტიპენდიის შენარჩუნება დამოკიდებული იქნება სამაგისტრო საფეხურის სტუდენტის აკადემიურ მოსწრებასა და კვლევის პროგრესზე

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის მიღების პროცედურისა და კვლევითი პროექტის განაცხადის შესახებ მოგვიანებით განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

ბანერები