მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმები

1. მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ენების ცენტრში უცხოური ენების მასწავლებლის

  •      თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შერჩევის პირველი 
  •      ეტაპისათვის (წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება - მაქსიმალური ქულა - 70) შეფასების   
  •      კრიტერიუმები და კომპონენტები განისაზღვრება შემდეგნაირად:

წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასების კომპონენტები

ქულათა მაქსიმალური ოდენობა

უცხოური ენის ფლობის დონის დამადასტურებელი საბუთები

20 ქულა

უცხოური ენის თანამედროვე მეთოდიკის ფლობის დამადასტურებელი საბუთები

25 ქულა

მოტივაციის წერილი და ბიოგრაფიული მონაცემები (დამატებითი აქტივობები)

5 ქულა

მუშაობის გამოცდილება პედაგოგიურ სფეროში

10 ქულა

სულ:

70 ქულა

    2. პირველი ეტაპის შედეგად შერჩეული კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის მეორე 
       ეტაპში. კანდიდატთა შერჩევის მეორე ეტაპისთვის (წინასწარ მოცემული დონის და 
       თემის შესაბამისად გაკვეთილის გეგმის შესახებ ინტერვიუ/სიმულაცია - მაქსიმალური ქულა - 30)
       შეფასების კომპონენტები განისაზღვრება შემდეგნაირად:

  •     მასალის სტრუქტურირება
  •     ენობრივ-სოციალური ინტერაქცია
  •     მეთოდის აქტუალურობა
  •     სასწავლო მასალა და მისი მიწოდების ფორმები
  •     მედიების შერჩევა
  •     მოტივაცია.

 

ბანერები