მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის 2010 წლის 8 აპრილის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გამოცხადდეს ღია კონკურსი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე, 2010 წლის 12 აპრილიდან.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. პირადობის მოწმობის ასლი
2. დოქტორის (ან დოქტორთან გათანაბრებული) სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
3. სრული ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი
4. CV
საბუთების მიღება დაიწყება 2010 წლის 13 მაისიდან და გაგრძელდება 2010 წლის 2 ივნისის ჩათვლით. საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართი: ჩოლოყაშვილის 3/5, სამუშაო დღეებსა და საათებში.
დეკანის არჩევნები ჩატარდება 2010 წლის 2 ივლისს.

ბანერები