


კონკურსი „გამოყენებითი ხელოვნება-კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის“ პროგრამის სტუდენტებისთვის
კონკურსები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის „გამოყენებითი ხელოვნება-კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის“ სტუდენტებისთვის ქართული კერამიკის სტუდია White Studio-სა და „ლოპოტა სპა რეზორტის“ მიერ ერთობლივად ორგანიზებულ კერამიკის საერთაშორისო სიმპოზიუმში (ლოპოტა, კახეთი) მონაწილეობისთვის.
კონკურსის მიზანია სტუდენტების დაინტერესება, მათი პროფესიული განვითარება და ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობების გაზიარება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის „გამოყენებითი ხელოვნება-კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის“ სტუდენტებს (სასურველია ინგლისური ენის ცოდნა). მათ 5 მარტის ჩათვლით უნივერსიტეტის D609 ოთახში უნდა წარმოადგინონ:
სამოტივაციო წერილი
პორტფოლიო
- შავ-თეთრი ჩანახატები (მასალა – ფანქარი, ტუში, შავი ფლომასტერი ან სხა): მინიმუმ 5, მაქსიმუმ 10 ჩანახატი;
- ფერში შესრულებული ჩანახატები (მასალა – აკვარელი, ტემპერა, გუაში, ფერადი ფანქარი, შერეული ტექნიკა და სხვ.); მინიმუმ 5, მაქსიმუმ 10 ჩანახატი;
- შავ-თეთრი გრაფიკული კომპოზიცია თავისუფალ თემაზე (მასალა – ფანქარი, ტუში, შავი ფლომასტერი და სხვ.); მინიმუმ 2 კომპოზიცია;
- ფერში შესრულებული კომპოზიცია თავისუფალ თემაზე (მასალა – აკვარელი, ტემპერა, გუაში, ფერადი ფანქარი, შერეული ტექნიკა და სხვ.); მინიმუმ 2 კომპოზიცია;
- მასალაში შესრულებული ნამუშევარი (კერამიკა) – ფოტომასალა.
კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზი 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით გადასახადების ჩათვლით. ჟიურის წევრთა გადაწყვეტილებით პრიზი განაწილდება კონკურსის ორ გამარჯვებულზე.
კონკურსი დასრულდება 2025 წლის 7 მარტს.
2025 წელი