მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე

ა) 2013 წლის 11 ივლისის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N20-ის გადაწყვეტილებით გამოცხადდეს კონკურსი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე 2013 წლის 12 ივლისს

ბ) კანდიდატმა ქვემოთ მოცემული საბუთები წარადგინოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში მისამართზე ჩოლოყაშვილის 3/5:

•    პირადობის მოწმობის ასლი;
•    აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
•    მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის  განვითარებისა და ადმინისტრირების  კონცეფცია
•    ავტობიოგრაფია

გ) კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყოს  2013 წლის 12 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდეს 2013 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით 18:00 საათამდე

დ) არჩევნები ჩატარდეს 2013 წლის 16 სექტემბერს

ბანერები