
ღონისძიებები
20 მარტი, 2025

ღონისძიებები
11 მარტი, 2025

ღონისძიებები
28 მარტი, 2025
კონკურსი აკადემიურ თანამდებობაზე
1.2010 წლის 28 სექტემბრიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე გამოყენებითი ფიზიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე.
2.კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს;
3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ანკეტა (შევსებული);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოთხი ფოტოსურათი 3X4;
დ) შესაბამისი სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთების ასლი;
ე) ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარს;
ვ) ერთი სასწავლო კურსის სასწავლო გეგმა (სილაბუსი);