მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონფერენცია „ხილული და უხილავი რელიგია - რელიგიის საკითხების სოციო-პოლიტიკური და კულტურული განზომილება საქართველოში“

ღონისძიებები

14 და 15 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება კონფერენცია „ხილული და უხილავი რელიგია - რელიგიის საკითხების სოციო-პოლიტიკური და კულტურული განზომილება საქართველოში“

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები  ეფუძნება საქართველოში რელიგიური საკითხების შესახებ უახლეს კვლევებს. თემატიკა აერთიანებს  მეცნიერების სხვადასხვა დარგს (სოციოლოგია, ანთროპოლოგია, ისტორია, თეოლოგია, პოლიტიკური მეცნიერება).

კონფერენცია ტარდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის პროგრამის მხარდაჭერით.

გთხოვთ, იხილოთ კონფერენციის პროგრამა.

კონეფერენციის სამუშაო ენაა ქართული.


დრო: 14 -15 ნოემბერი, 11:00 - 18:00 საათი.

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილია ჭავჭავაძის გამზირი N.32.

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები