


კონცერტი „ფრანგული ფორტეპიანოს ოთხი მწვერვალი"
ღონისძიებები
2 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება კონცერტი „ფრანგული ფორტეპიანოს ოთხი მწვერვალი", რომელზეც პიანისტი გიორგი ბერიაშვილი შეასრულებს დებიუსის, რამოს, მესიანისა და ფრანკის საფორტეპიანო ნაწარმოებებს.
ასევე მოეწყობა საგანმანათლებლო ციფრული პლატფორმისა და CD-ის პრეზენტაცია.
საგანმანათლებლო პროექტი „სასწავლო მასალის შექმნა ფრანგული ენისა და ცივილიზაციის კურსებში ფრანგული კლასიკური მუსიკის კომპონენტის შესატანად“ განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომლობით.
პროექტის მიზანია, ფრანგული ენის მასწავლებლებს დაეხმაროს, სასწავლო პროგრამაში შეიტანონ ფრანგული ცივილიზაციისათვის დამახასიათებელი ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა ფრანგული კლასიკური მუსიკა.
გამზადებულია ოთხი კომპოზიტორის – რამოს, დებიუსის, მესაიენისა და ფრანკის – გიორგი ბერიაშვილის მიერ განხორციელებული საფორტეპიანო ნაწარმოებთა ჩანაწერები დისკზე, მანვე მოამზადა გზამკვლევი მასწავლებლებისათვის, რომელიც დაეხმარება მათ აღნიშნული მასალა გამოიყენონ სასწავლო პროცესში.
მასალა განთავსებულია ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობის საიტზე https://delegationrfengeorgie.iliauni.edu.ge რუბრიკაში Guide.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 2 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზი, ლადო გუდიაშვილის ქ. N7.
დასწრება თავისუფალია.
2023